სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საბეჭისის საჯარო სკოლაში კონკურსი - „ნორჩი გეოგრაფები“ ჩატარდა
17-07-2018
-
+


წალკის, საბეჭისის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის კლუბ „ორიენტირის“ წევრ მოსწავლეთა შორის კონკურსი - „ნორჩი გეოგრაფები“ ჩატარდა. 

ღონისძიებას გეოგრაფიის მასწავლებელი ნინელი ვიბლიანი ხელმძღვანელობდა. 
ჟიურის წევრები იყვნენ არჩილ ხინიკაძე და რევაზ აბუსელიძე.

სკოლის წარმომადგენლის თქმით კონკურსის მიზანად ისახავდა გეოგრაფიაში წარმატებული მოსწავლეების გამოვლენას, მათი წახალისებას და სასწავლო პროცესის სტიმულირებას.

გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებული, რომელიც შოთა ხინიკაძე გახდა. სკოლის აღსაზრდელი დირექტორმა, რამაზ ხინიკაძემ სპეციალური პრიზით - გლობუსით დააჯილდოვა.

„მოსწავლეებს მოეთხოვებოდათ როგორც ფაქტობრივი ცოდნის ასევე გეოგრაფიისთვის დამახასიათებელი უნარების გამოვლენა, რუკის კითხვა, გეოგრაფიული პრობლემის ანალიზი, საკუთარი აზრის გამოხატვა და დასაბუთება. კონკურსი წარიმართა ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება