| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველი დღე მოსწავლეებისთვის საზეიმო და ხალისიანი აღმოჩნდა.
საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო, შემდეგ კი მოსწავლეებმა სხვადასხვა სასცენო ნომერი წარმოადგინეს: იმღერეს, იცეკვეს და სკოლის ეზოში შეკრებილ სტუმრებს საკუთარი შემოქმედება გაუზიარეს. ღონისძიების დასრულების შემდგომ კი მოსწავლეებმა საკლასო ოთახებში გადაინაცვლეს.
განსაკუთრებული ემოციებით შეხვდნენ სასწავლო წლის დაწყებას პირველკლასელები. ახალი რეგულაციების შესაბამისად, ისინი სკოლაში სასკოლო ფორმებით გამოცხადდნენ, ამასთან საკლასო ოთახებში კი მათთვის განკუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები დაურიგდათ.
აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სკოლის პედაგოგიური საზოგადოება სწავლის დაწყებას სრულად მომზადებული შეხვდა.
პირველივე დღიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მობილურების შენახვის წესზე. როგორც სკოლაში აცხადებენ, დამრიგებლები მოსწავლეების მობილურებს იბარებენ და სპეციალურად მომზადებულ ყუთებში ათავსებენ, სადაც ისინი სასწავლო დღის დასრულებამდე ინახება.
ქვემო ქვალონის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებსა და პედაგოგებს სწავლის დაწყებას ულოცავს და წარმატებულ, ნაყოფიერ წელს უსურვებს მათ.
იხილეთ ღონისძიების ვიდეო და ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად