სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ფანაგის საჯარო სკოლის სიმდიდრეა პროფესიონალი მასწავლებლები, რომლებიც თითოეულ მოსწავლეს მაქსიმალურ ყურადღებას უთმობენ“ - დალი რატიანი
14-09-2026
-
+


ლენტეხის მუნიციპალიტეტ, ფანაგის საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებული აკადემიური მზაობითა და მოტივაციით ელიან, რაზეც სკოლის დირექტორი, დალი რატიანი გვესაუბრება:

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული. წელს გარკვეული დემოგრაფიული გამოწვევის წინაშე დავდექით - სკოლაში, სამწუხაროდ, პირველკლასელი არ გვყავს. ეს, რა თქმა უნდა, გულს გვწყვეტს ყველას, რადგან პირველი კლასი სკოლის ახალი სიცოცხლეა, თუმცა გვჯერა, რომ მომდევნო წლებში ვითარება აუცილებლად შეიცვლება და ჩვენი სკოლის კედლები კვლავ აივსება პატარების ჟრიამულით“.

ქალბატონი დალი გვიმხელს, რომ 15 სექტემბრისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოწესრიგებული, ხოლო მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ახალი სახელმძღვანელოები - დახარისხებულია, სასწავლო პროცესს კი ტრადიციულად, პროფესიონალი პედაგოგიური გუნდი წარუძღვება:

„ჩვენი სკოლის სიმდიდრეა პროფესიონალი, ერთგული მასწავლებლები, რომლებიც მზად არიან, თითოეულ მოსწავლეს მაქსიმალური ყურადღება დაუთმონ. მცირე კონტინგენტი გვაძლევს საშუალებას, თითოეული ბავშვის პოტენციალი ინდივიდუალურად დავინახოთ და განვავითაროთ... მოუთმენლად ველით დღეს, როდესაც ზარი დაირეკება და ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს შევხვდებით“, - აცხადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ფანაგის საჯარო სკოლის დირექტორი დალი რატიანი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება