სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვეამაყებით!“- ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექცია კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას ულოცავს
04-09-2026
-
+


ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის 2026 წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.

სკოლაში მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი ამაყობენ ახალგაზრდების მიღწევებით და გვანცა აბუსელიძეს, თათია თურმანიძეს, ლუკა კარალიძეს, საბა გოლიაძეს, გიორგი მალაყმაძეს, მარიამ ბაკურიძეს, ლელა ბერიძესა და ამირან ბოლქვაძეს სტუნდეტობას ულოცავენ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას, წარმატებულ კარიერასა და ნათელ მომავალს უსურვებენ. 

„გიმნაზია უდიდესი სიხარულით ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას - სტუდენტობას!

თქვენ წარმატებით გადალახეთ ერთი დიდი ეტაპი და შეაბიჯეთ ცხოვრების ახალ, საინტერესო და საპასუხისმგებლო გზაზე. გვჯერა, რომ ჩვენს გიმნაზიაში მიღებული ცოდნა, სულიერი ღირებულებები და ქრისტიანული სიყვარული იქნება თქვენი მყარი საყრდენი და გზამკვლევი უმაღლეს სასწავლებლებში.

გვეამაყებით და მუდამ თქვენი გულშემატკივრები ვართ!“ - აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება