| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
სკოლაში ხარობენ კურსდამთავრებულთა მიღწევებით და მათ წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ.
„დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს სასურველ უნივერსიტეტებში წარმატებით ჩარიცხვას! თქვენი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა დღეს კიდევ ერთხელ დაფასდა. წინ ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და წარმატებებით სავსე გზა გელოდებათ!
ვამაყობთ თქვენით და გვჯერა, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის!
წარმატებები აწ უკვე ჩვენო სტუდენტო გოგო ბიჭებო მუდამ წარმატებული გზებით გევლოთ არ დაგევიწყებინოთ საიდან მოდიხართ და ვინ დგას ამ წარმატებების უკან. მადლობა ჩვენს, ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის საუკეთესო თითოეულ პედაგოგს დაუზოგავი შრომისთვის და მუდამ თქვენს გვერდში დგომისთვის“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, რაც, რა თქმა უნდა, კურსდამთავრბულთა მიღწევებზე აისახება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს