| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებზეც არ წყვეტენ სწავლასა და განვითარებას.
მათ შორისაა, სკოლის XIბ კლასის მოსწავლე დაჩი ფუტკარაძე, რომელმაც ერთი კვირა „რობოტექნიკის საზაფხულო სკოლაში“ გაატარა.
აღსანიშნავია, რომ გორში გამართული თემატური ახალგაზრდული ბანაკის მეორე ნაკადი „რობოტექნიკის საზაფხულო სკოლას“ დაეთმო. პროექტში მონაწილეობდა ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე დაჩი ფუტკარაძე.
ბანაკის მონაწილეებს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ქაჯაია და მისი პირველი მოადგილე თორნიკე შუბითიძე შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ სააგენტოს სერვისებსა და განვითარების შესაძლებლობებს, ასევე ისაუბრეს საკუთარ იდეებსა და ინიციატივებზე.
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი. ისინი ასევე მონაწილეობდნენ შემეცნებით ექსკურსიაში და რობოტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნა გაიღრმავეს.
ბანაკის მიზანია არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია, აქტიური მოქალაქეობისა და პატრიოტული ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება