სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლა „ცოდნას“ კურსდამთავრებულები სწავლას საქართველოსა და უცხოეთის წამყვან  საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააგრძელებენ
27-08-2026
-
+


სკოლა „ცოდნა“ კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და მათი მიღწეული შედეგებით ამაყობს.
 
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა და ჩვენი კურსდამთავრებულები ახალი, საინტერესო თავგადასავლის დასაწყისში არიან! 
 
განსაკუთრებით გვახარებს მათი წარმატება - ჩვენი მოსწავლეები სწავლას საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში გააგრძელებენ. 
 
მათ წინ ელოდებათ ახალი ცოდნა, ახალი შესაძლებლობები, ახალი მეგობრები და უამრავი გამოწვევა, რომელიც კიდევ უფრო მეტად განავითარებს მათ შესაძლებლობებს. 
 
თითოეული მიღწევა არის შრომის, მონდომების, მიზანდასახულობისა და იმ დიდი გზის შედეგი, რომელიც მათ სკოლა „ცოდნაში“ გაიარეს.
 
ჩვენთვის განსაკუთრებული სიამაყეა, როდესაც ჩვენი ცოდნელები სკოლის კედლებს მიღმა აგრძელებენ წარმატების ისტორიას და საკუთარი მიზნებისკენ თავდაჯერებული ნაბიჯებით მიდიან.
 
 ვულოცავთ ჩვენს ყველა კურსდამთავრებულს სტუდენტობას! გვჯერა, ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ არაერთი დიდი გამარჯვება გელოდებათ!
 
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პედაგოგებს გაწეული შრომისთვის, მხარდაჭერისთვისა და იმ ცოდნისთვის, რომელიც თითოეულ მოსწავლეს გაუზიარეს. თქვენი შრომა მათი წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია!
 
სკოლა „ცოდნა“ - აქ იბადება შენი წარმატება!“ - ნათქვამია სკოლის მისალოც ტექსტში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება