სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იფრინეთ თამამად - თქვენი სკოლა ამაყად გიყურებთ!“ - დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
27-08-2026
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩააბარეს ლევან ლიპარტელიანის სახელობის ლენტეხის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა და სხვადსხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხნენ.

სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, მიღწეული შედეგი მოსწავლეების შრომისა და მონდომების, ასევე მშობლებისა და პედაგოგების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია.

„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ შრომას, მონდომებასა და ცოდნას თავისი ჯილდო აუცილებლად მოჰყვება. 
 
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებმა სტუდენტობის ახალი ეტაპისკენ გადადგეს ნაბიჯი. ისინი ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში! 
 
ეს მხოლოდ მათი წარმატება არ არის - ეს არის მათი მშობლების სიამაყე, მასწავლებლების მრავალწლიანი შრომის შედეგი და ჩვენი სკოლის კიდევ ერთი ღირსეული გამარჯვება. ჩვენ მათ სკოლაში ვასწავლიდით ფორმულებს, წესებს, თეორიებსა და ცოდნას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვინდოდა მათთვის გვესწავლებინა, იყო ოცნების დასახვა, შრომა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.
 
დღეს ისინი სკოლის კარს უკვე კურსდამთავრებულების სტატუსით ტოვებენ, მაგრამ ჩვენთვის ყოველთვის დარჩებიან იმ ბავშვებად, რომელთა თითოეული ნაბიჯი, წარმატება და გამარჯვება გულწრფელად გვეამაყება. 
 
გილოცავთ, ჩვენო კურსდამთავრებულებო! - თქვენი დღევანდელი წარმატება თქვენი ახალი გზის დასაწყისია. გისურვებთ, რომ სტუდენტობის წლებმა კიდევ უფრო დიდი მიზნები დაგისახოთ, ცოდნამ თავისუფლება მოგიტანოთ, შრომამ წარმატება, ხოლო თქვენსმა ოცნებებმა - ფრთები.
 
იფრინეთ თამამად - თქვენი სკოლა ამაყად გიყურებთ! 
 
თქვენი წარმატება ჩვენი სკოლის წარმატებაა“, - აღნიშნულია სკოლის მისალოც ტექსტში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება