| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„საამაყოა იმის გაცნობიერება, რომ კიდევ ერთხელ აღვზარდეთ თაობა, რომელიც შექმნის ქვეყნის ნათელ მომავლს“, - ასე ეხმაურება თბილისის N133 საჯარო სკოლის წარმომადგენლობა კურსდამთავრებულთა მიღწევებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
აღსანიშნავია, რომ სკოლა წელს 108 აბიტურიენტმა დაამთავრა და ყველა მათგანი, ვინც უმაღლესი განათლების მიღებას გეგმავდა, უკვე სტუდენტია.
ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლით ვამაყობთ, თუმცა განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ ის მოსწავლეები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს:
ნიკოლოზ სხირტლაძე - ქართული ენა და ლიტერატურა – 60/60, ისტორია - 60/60, ინგლისური ენა - 69/70 - ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) - საერთაშორისო სამართლის მიმართულებაზე.
გვანცა ქემოკლიძე - ქართული ენა და ლიტერატურა – 58/60, ისტორია - 54/60, ინგლისური ენა - 70/70 - თავისუფალ უნივერსიტეტში, სამართლის მიმართულებაზე;
კესო გოგელიძე - ქართული ენა და ლიტერატურა - 59/60, მათემატიკა - 46/51, ინგლისური ენა - 67/70 - ჩაირიცხა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში - ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე;
დეა კვირკველია - ინგლისური ენა - 70/70, ბიოლოგია - 66/70, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (თსსუ) – ჯანდაცვის მიმართულებაზე;
მია თიკანაძე - ინგლისური ენა - 69/70, შემოქმედებითი ტური - 98/100 - ჩაირიცხა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში - ვიზუალური ხელოვნების, ვიზუალური კომუნიკაციისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებაზე;
ლიზი შკუბულიანი - ინგლისური ენა - 68/70, ჩაირიცხა - თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში - არქიტექტურის პროგრამაზე;
ანდრო ბრეგვაძე - ქართული ენა და ლიტერატურა - 53/60, მათემატიკა - 47/51, ინგლისური ენა - 66/70 - ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - კომპიუტერული მეცნიერებების ინგლისურენოვან პროგრამაზე.
ანი ბერუაშვილი - ქართული ენა და ლიტერატურა - 58/60, ინგლისური ენა - 70/70 - ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) – ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებაზე.
მარიამ ზარიძე - ინგლისური ენა - 67/70 - ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) - ეკონომიკის მიმართულებაზე.
როგორც თბილისის N133 საჯარო სკოლაში აღნიშნავენ, კურსდამთავრებულები სწავლას გააგრძელებენ საქართველოს წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში სხვადასხვა მიმართულებაზე:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) – საერთაშორისო სამართალი, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, სამართალი, ბიოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, ქართული ფილოლოგია და სხვა პროგრამები;
თავისუფალი უნივერსიტეტი - სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, არქიტექტურა, ვიზუალური ხელოვნება/დიზაინი და სხვა პროგრამები;
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) - ჯანდაცვისა და სამედიცინო მიმართულებები;
კავკასიის უნივერსიტეტი (CU) - საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი და სხვა მიმართულებები;
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) - ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და სხვა თანამედროვე მიმართულებები;
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) - სამართალი, ეკონომიკა, საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) და სხვა პროგრამები;
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) - მედიაპროდუქცია და ვიზუალური მეთოდები დიზაინში;
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – შემოქმედებითი და სახელოვნებო მიმართულებები;
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი - „საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაცია“.
„საამაყოა იმის გაცნობიერება, რომ N133 საჯარო სკოლამ კიდევ ერთხელ აღზარდა ძლიერი თაობა, რომელიც მზად არის ქვეყნის მომავლის შესაქმნელად. ჩვენი მოსწავლეების არჩევანი – კლასიკური მეცნიერებებიდან, მედიცინიდან და სამართლიდან დაწყებული, თანამედროვე ხელოვნებით, ტექნოლოგიებითა და ავიაციით დასრულებული - ხაზს უსვამს მათ მრავალმხრივ ნიჭს.
დღეს ჩვენი კურსდამთავრებულები ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს იწყებენ. გვჯერა, ღირსეულად გააგრძელებენ გზას საკუთარი მიზნებისკენ და მომავალში კიდევ არაერთ დიდ მწვერვალს დაიპყრობენ.
ვულოცავთ ჩვენს ყველა კურსდამთავრებულს გამარჯვებას! გისურვებთ წარმატებულ, დაუვიწყარ სტუდენტურ წლებს, საინტერესო გამოცდილებას, უამრავ ახალ შესაძლებლობას და ყველა დასახული ოცნების ასრულებას! 133-ე საჯარო სკოლა ამაყობს თქვენით“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
10 ცვლილება განათლებაში მასწავლებელთა ფუნქციებს, ხელფასებს, ტრენინგებს მოიცავს - 2026-2027 წლის სამოქმედო გეგმა ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...