სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლა „ინტელექტის“ მოსწავლე ნათია ლიპარტელიანი აშშ-ში სრულ დაფინანსებით ისწავლის Lake Forest College-ში
26-08-2026
-
+


კერძო სკოლა „ინტელექტის“ მოსწავლემ, ნათია ლიპარტელიანმა, მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა - იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში Lake Forest College-ში ჩაირიცხა და 2026–2030 წლებში სწავლას Pre-Med (Biology) მიმართულებით გააგრძელებს.

ნათიას წარმატებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას მატებს ის ფაქტი, რომ მან სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა. სტიპენდიის წლიური ღირებულება 58 395 დოლარს შეადგენს, ოთხი წლის განმავლობაში კი დაფინანსების ჯამური ღირებულება 233 580 დოლარია.

Lake Forest College აშშ-ის ერთ-ერთი გამორჩეული ლიბერალური ხელოვნების კოლეჯია, რომელიც Pre-Med მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტებს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობს. კოლეჯს აქვს Rosalind Franklin University of Medicine and Science-თან 3+4 MD პროგრამა, რომელიც სტუდენტებს სამედიცინო განათლების გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.

ნათიას წარმატებით ამაყობს კერძო სკოლა „ინტელექტი“, რომელმაც მოსწავლეს ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყება მიულოცა.

„ნათია, მთელი სკოლა „ინტელექტის“ სახელით გილოცავთ ამ დიდ წარმატებას! გისურვებთ წარმატებით გაიაროთ ახალი, საინტერესო გზა, მიაღწიოთ თქვენს მიზნებს და კიდევ არაერთხელ გვასახელოთ თქვენი მიღწევებით! ვამაყობთ შენით და გვჯერა შენი წარმატებული მომავლის!“ - აღნიშნულია სკოლის მილოცვაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება