| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა. სკოლას განახლებული სპორტული დარბაზი და შეკეთებული სახურავი აქვს.
სკოლა დიდ მადლობას უხდის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ გიგა გაბელაიას ჩვენი სკოლისადმი გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის. სწორედ გაბელაიას თანადგომითა და მუნიციპალიტეტის დახმარებით განხორციელდა სკოლის დარბაზის სარემონტო სამუშაოები.
მათი ინფორმაციით, დარბაზში ჩატარდა სრული კოსმეტიკური რემონტი, ასევე შეკეთდა შენობის სახურავი, რამაც სკოლის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა გააუმჯობესა.
წყემის საჯარო სკოლაში აღნიშნავენ, რომ განახლებული დარბაზი მათთვის განსაკუთრებით ნიშვნელოვანია, რადგან სკოლას ცალკე სააქტო დარბაზი არ აქვს. სწორედ სპორტული დარბაზი გამოიყენებოდა სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებისთვის აქ იმართებოდა ზეიმები, შეხვედრები, ღონისძიებები და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები. განახლებული სივრცე კი სკოლაში სასწავლო და კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს და მოსწავლეებსა და პედაგოგებს უფრო მოწესრიგებულ გარემოს შესთავაზებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად