სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უდიდესი შრომაა ამქვეყნად სიქველე“ - თბილისის N108 საჯარო სკოლის დირექციის ემოციური მიმართვა ახალბედა სტუდენტებს
26-08-2026
-
+


ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებისა და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, თბილისის N108 საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს ემოციური წერილით მიმართავს, აღნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა თითოეული ახალგაზრდის მიზანდასახულობის, ნიჭისა და დაუღალავი შრომის შედეგია, ამასთანავე კი მადლობას უხდის მშობლებსა და პედაგოგებს, რომელთა მხარდაჭერამაც ეს შედეგი განაპირობა.

„ჩვენო საყვარელო კურსდამთავრებულებო, აწ უკვე სტუდენტებო! გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას! გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტურ წლებს!

ეროვნულ გამოცდებში მიღწეული წარმატება თქვენი მიზანდასახულობის, ნიჭისა და დაუღალავი შრომის შედეგია  თქვენს წარმატებაში დიდია დამსახურება და მხარდაჭერა თქვენი მშობლებისა და მასწავლებლებისა, მადლობა მათ! 

საინტერესო, შემეცნებითი და პროფესიული განვითარების წლები გელით. გაბედულად შეაღეთ ახალი გამოწვვების კარიბჭე და შეაბიჯეთ პირველაღმომჩენების იმედით, ჟინითა და სიხარულით. 

რთულია დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე პირველი ნაბიჯები, თუმცა გაცილებით სასიამოვნოა მიზნის მიღწევისას განცდილი გამარჯვების სიხარული. 

გახსოვდეთ, „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“. ეცადეთ, სტუდენტური წლები გამოიყენოთ „რიგიანად“ - ახალი ცოდნის მიღებისთვის, პროფესიული ზრდისა და დასახული მიზნების მისაღწევად. გახსოვდეთ, მიზნის მისაღწევად ნიჭთან ერთად უმნიშვნელოვანესია შრომა (ვიცით, რომ არ ხართ ზარმაცები), მაგრამ კლასიკოსის უკვდავ სიტყვებს მაინც გაგატანთ საგზლად - „კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე. უდიდესი სიამაყე შეუდგება გულს, როცა შემოქმედების შენის ნაყოფი ცხოვრებასა და მიწას სამკაულად გამოადგება“.

არ დაგეზაროთ შრომა როგორც პირადი, ისე საქვეყნო ინტერესებისთვის. დასახული მიზნების განხორციელებისთვის, შრომასთან ერთად უმთავრესი ცოდნაა, სიბრძნეა. გულმოდგინედ დაეუფლეთ მას, რათა ის ცხოვრებაში პრაქტიკულად გამოიყენოთ. სულმნათი შოთას გარეშე სათქმელის დასრულება არ ეგების - „არა ვიქმ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა! მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“.

კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ სტუდენტობას და გვჯერა თქვენი წარმატებული მომავლის.  გვიყვარხართ, გვეამაყებით, გვეიმედებით“. 

 
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება