| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას ყოველთვის ახლავს განსაკუთრებული ემოციები, თუმცა არის ისტორიები, რომლებიც ჩვეულებრივ სტატისტიკაზე ბევრად მეტია. ისტორიები, რომლებიც გვახსენებს, რომ ადამიანის მონდომებას, მასწავლებლის რწმენასა და დაუღალავ შრომას შეუძლია რეალობის შეცვლა.
დღეს გვინდა გაგაცნოთ ხობის მუნიციპალიტეტის, ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლე დიტო დანელია, რომლის შემთხვევა მართლაც განსაკუთრებულია.
დიტომ ფაქტობრივად უკანასკნელ მომენტში გადაწყვიტა ეშრომა, თავი არ დაეზოგა და დამსახურებულად მიეღო სტუდენტის სტატუსი.
„ეს ის ოცნებაა, რომელსაც დიდი ხანია ჩუმად ვატარებდი გულით - გზა დიდ წარმატებაზე, ამოუწურავ შესაძლებლობებსა და იმ ნათელ მომავალზე, რომელსაც მოუთმენლად ველოდი“, - აღნიშნავს დიტო დანელია და სოციალურ ქსელში საჯაროდ უხდის მადლობას თითოეულ ადამიანს, რომელმაც ირწმუნა მისი შესაძლებლობების. დიტო დანელიას ფეისბუქ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს ამ სიტყვებს ემოციისა გარეშე ვერ ვამბობ, რადგან ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი, უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო. ეს ის ოცნებაა, რომელსაც დიდი ხანია ჩუმად ვატარებდი გულით - გზა დიდ წარმატებაზე, ამოუწურავ შესაძლებლობებსა და იმ ნათელ მომავალზე, რომელსაც ასე მოუთმენლად ველოდი.
დღეს, როცა ამ მწვერვალამდე მოვედი, ზუსტად ვიცი - ეს ჩემი განსაკუთრებული პედაგოგების უდიდესი დამსახურებაა. მათ ენერგია, უსაზღვრო შრომა და მთელი გული ჩადეს ჩემში, რამაც დიდ გამარჯვებამდე მიმიყვანა.
განსაკუთრებული მადლიერებით მინდა მივმართო თითოეულ მათგანს:
ჩემს ქართულის მასწავლებელს, ნანა ქარციძეს (დირექტორი), რომელმაც არა მხოლოდ მშობლიური ენის სიღრმეები, არამედ სიტყვის ფასი, აზრის სწორად გამოხატვა და ლიტერატურის უსაზღვრო სიყვარული მასწავლა.
ჩემს ისტორიის მასწავლებელს, ლალი ბანძელაძეს, რომელმაც მასწავლა - ნებისმიერი დიდი გამარჯვება დაუღალავი შრომით მიიღწევა.
და ჩემს ინგლისურის მასწავლებელს, შორენა ჩოჩუას, რომელმაც უმოკლეს დროში უდიდესი ენერგია და შრომა ჩადო ჩემში. მან შეუძლებელი შეძლო, ბოლომდე სჯეროდა ჩემი შესაძლებლობების!
ცალკე და უდიდესი სიყვარულით მინდა გამოვყო ჩემი დამრიგებელი, ნათია კახნიაშვილი, რომელიც ამ გადამწყვეტ მომენტში სულ გვერდით მედგა. იგი არა მხოლოდ საგნის მასწავლებელი, არამედ მეორე დედაა, რომელსაც ჩემი მიღწევები ყველაზე მეტად უხარია.
არასოდეს დამავიწყდება დღე, როდესაც მასწავლებლის გარეშე დავრჩი. იმ წუთას მეგონა, რომ ჩემი მიზნები, მთელი ჩემი ნაშრომი და იმედები წყალში იყრებოდა... მაგრამ ჩემმა დამრიგებელმა ეს არ დაუშვა - ხელი ჩამჭიდა, დამიბრუნა რწმენა და დამანახა, რომ ყველაფრის გადალახვას შევძლებდი.
და აი, დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენი წყალობით სტუდენტი გავხდი! ეს ის მწვერვალია, რომლის დაპყრობაშიც თქვენ დამეხმარეთ. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ - თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც ოცნებები რეალობად მიქციეთ. კიდევ ერთხელ გიხდით ამ ყველაფრისთვის მადლობას, უზომოდ მიყვარხართ!“
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ხუთი კურსდამთავრებული, ხუთი განსხვავებული გზა“ - თბილისის N28 სკოლა წარმატებას ზეიმობს