| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში წელს განსაკუთრებული საზეიმო განწყობაა. 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ჭიათურის მუნიციპალიტეტის, მანდაეთის საჯარო სკოლისთვის საამაყო შედეგით დასრულდა - ხუთივე კურსდამთავრებული სასურველი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა.
ლიზი მუმლაძე და ლანა ბურჯანაძე სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) განაგრძობენ, ანი ჩაჩანიძე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, ანა მუმლაძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა სწავლის უფლება, მარიამ ნოზაძე კი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის (გრუნი) სტუდენტთა რიგებს შეუერთდა.
„ვულოცავთ ანას, ლიზის, ლანას, ანის და მარიამს ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას! ვუსურვებთ მათ წარმატებულ სტუდენტობას, დასახული მიზნების მიღწევას და წინსვლას მომავალ პროფესიულ გზაზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად