| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„დადგა დღე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდით! დღე, რომელსაც განსაკუთრებული ემოციებით ხვდებით თქვენ და თქვენი მთავარი მხარდამჭერები - ოჯახის წევრები. თქვენ გახდით იმ დიდი საზოგადოების ნაწილი, რომელიც საუკუნეზე მეტია ქმნის განათლების, მეცნიერებისა და თავისუფალი აზროვნების ისტორიას. აქ ყველა თაობა თავის კვალს ტოვებს.
ახლა თქვენი ჯერია!
გილოცავთ სტუდენტობას! გისურვებთ საინტერესო და ბედნიერი თავგადასავლებით სავსე სტუდენტურ წლებს“, - ასე მიულოცა მარტვილის მუნიციპალიტეტის, ნახუნაოს საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა, გერასიმე კიკალიშვილმა კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება. წლევანდელი სასწავლო წლის მთავარი გმირები კი ლუკა და ლაშა სიგუები არიან.
ლუკა სიგუა სწავლას საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუში, სამართლის ფაკულტეტზე განაგრძობს, ხოლო ლაშა სიგუა „ალტე უნივერსიტეტის“ სამართლის ფაკულტეტზე ისწავლის.
ნახუნაოს საჯარო სკოლაში ემშვიდობებიან საამაყო კურსდამთავრებულებს, ცხოვრების ახალ, საპასუხისმგებლო ეტაპზე აცილებენ და აღნიშნავენ, რომ კვლავაც სიამაყით დაელოდებიან თითოეული მოსწავლის პროფესიულ გამარჯვებას.
ფოტოების ავტორი დავით პირტახია
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად