სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სტუდენტობა რეპეტიტორების გარეშე - ზედა გორას საჯარო სკოლა მოსწავლეებს წარმატებულ მომავალს უსურვებს
26-08-2026
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის, ზედა გორას საჯარო სკოლა ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მომავალ თაობებს ცოდნის მყარ საძირკველს დაწყებით საფეხურზევე უქმნის და მიუხედავად იმისა, მხოლოდ საბაზო საფეხურის დასრულებამდე სწავლობენ აქ ბავშვები, ყოველთვის ამაყობს მათი მიღწევებით.

დღეს ზედა გორას საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი  განსაკუთრებული სიამაყითა და ემოციით საუბრობს თავის მოსწავლეებზე - თათია ნაფეტვარიძესა და თამთა ნიკოლეიშვილზე.

ამ ორმა ნიჭიერმა გოგონამ, დამატებითი მომზადებისა და რეპეტიტორების გარეშე, წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და ახლა სტუდენტის სტატუსით იწონებენ თავს.​

ამ გამარჯვებას საძირკველი ზედა გორას საჯარო სკოლაში ჩაეყარა - აქ ისწავლეს ბავშვებმა დამოუკიდებელი შრომა და კრიტიკული აზროვნება, მასწავლებლებმა კი, რომლებიც თითოეულ მოსწავლეში მთელ გულსა და ენერგიას დებენ, დაამტკიცეს - პროფესიისადმი თავდადებას საზღვრები არ გააჩნია. 

სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი უდიდესი სიყვარულით ულოცავს თათიას და თამთას ამ აღიარებას. ზედა გორას საჯარო სკოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, წარმატებას განსაზღვრავს საქმისადმი სიყვარული, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება