სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყემლოვანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა ღირსეული არჩევანი და წარმატებები ცხოვრების ახალ ეტაპზე
25-08-2026
-
+


როდესაც მცირეკონტინგენტიანი სკოლის დიდ წარმატებაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ თითოეული მოსწავლის ისტორია მთელი ქვეყნის მომავალს ქმნის. წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ტყემლოვანის საჯარო სკოლამ ცხოვრების დიდ გზაზე მხოლოდ ორი კურსდამთავრებული გააცილა და ორივე მათგანმა ასახელა ოჯახიც, სკოლაც, პედაგოგებიც...

ისინი ამაყად თავაწეულნი დაადგნენ ცხოვრების ბილიკებს და წლების შემდეგ, ასევე ამაყად ჩადგებიან სამშობლოს სამსახურში.

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას:

ნიკოლოზ კაპანაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში იდგება - მისთვის სამხედრო სამსახური არა ვალდებულება, არამედ მამაცობისა და თავგანწირვის გამოხატულებაა, რიგითი ჯარისკაცის მუნდირი  კი  - პატრიოტიზმის ხელშესახები დასტური. 

...და სანამ ნიკოლოზი ქვეყნის აწმყოსა და საზღვრებს დაიცავს, ანი ჩინჩალაძე ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის საძირკველს შეისწავლის - მან ღირსეულად მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი და სწავლას ისტორიის მიმართულებით გააგრძელებს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება