სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს
25-08-2026
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას.

ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალის ფაკულტეტზე ჩაირიცხნენ მათე კოპაძე და ლალი დარჩაშვილი.

მათე კოპაძემ განსაკუთრებით მაღალი შედეგები აჩვენა  ქართულში 50/60, ისტორიაში 57/60, ხოლო ინგლისურში მაქსიმალური, 70/70 ქულა აიღო. ლალი დარჩაშვილის შედეგებია: ქართული — 49/60, ისტორია  48/60, ინგლისური - 67/70.
 
ლიზი გელაშვილი და თემუკა ლომიძე კი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ისწავლიან. ლიზი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დაიწყებს სწავლას, თემუკა კი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
 
ასევე, შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსებით ჩაირიცხა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ანონო ბარბაქაძე, რომელიც უმაღლესში სწავლას საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის მიმართულებით გააგრძელებს.

კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავს სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე და უსურვებს მათ ახალი, საინტერესო და წარმატებული ეტაპის დაწყებას.

„ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით და მათ მიღწეულ შედეგებს გულითადად ვულოცავთ. ვუსურვებ თითოეულ მათგანს წარმატებულ სტუდენტურ წლებს და კიდევ არაერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას!“ - აღნიშნავს ეკატერინე ენდელაძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება