| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყველა სკოლის ცხოვრებაში არსებობს წამი, როდესაც წლების განმავლობაში გაწეული შრომა, უძილო ღამეები და დიდი იმედები კონკრეტულ, ხელშესახებ წარმატებად იქცევა ხოლმე. დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა განსაკუთრებული სიამაყით გვიზიარებს კურსდამთავრებულთა წარმატების შესახებ ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
აქვე აღსანიშნავია, რომ ეს წარმატება მოსწავლეთა შრომასთან ერთად, პედაგოგების უდიდესი პროფესიონალიზმის დამსახურებაა. სწორედ მასწავლებლების თავდადებამ, ინდივიდუალურმა მიდგომამ და მაღალმა კვალიფიკაციამ განაპირობა წარმატებული ნაბიჯები უმაღლესი განათლების მიმართულებით.
ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით ულოცავს თითოეულ მათგანს სტუდენტობას და წარმოგვიდგენს შედეგებს:
ანასტასია კვარაცხელია - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
ნინო სიჭინავა - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ფილოლოგია;
ანა ფარცვანია - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოლოგია;
ლუკა ევტენკო - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირება;
გაგა სიჭინავა - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მულტიმედია რეპორტიორობა;
ავთანდილ დავითაია - შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU), საერთაშორისო ურთიერთობები;
გიორგი ჯიქია - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო გეოდეზია;
ლიზი ხარებავა - შპს თბილისის პირველი სამედიცინო უნივერსიტეტი, ფარმაცია;
ქეთი სიჭინავა - სსიპ - აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საჯარო მმართველობა;
ანდრია ლორჩოშვილი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირება;
ლევან კიკნაველიძე - სსიპ კოლეჯი „ფაზისი“, ტვირთების ექსპედირება.
„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, თქვენ ხართ ჩვენი იმედი, ჩვენი სიამაყე და ჩვენი სკოლის სახელი დიდ აკადემიურ სივრცეში. მადლობა თქვენს მშობლებს ნდობისთვის და მადლობა ჩვენს ძვირფას პედაგოგებს, რომელთა პროფესიონალიზმმაც ეს გამარჯვება რეალობად აქცია!“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს
ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან
„მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ხმა მნიშვნელოვანია“...
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ