სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 
19-08-2026
-
+


წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის წარმატებული მოსწავლეები, XI კლასის მოსწავლე თაზო კაბულაშვილი და X კლასის მოსწავლე ალექსანდრე გაბუნია - 15-25 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ თრუსოს ხეობის ბანაკში „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ იმყოფებოდნენ.

ბანაკის ფარგლებში მოსწავლეებმა საპატრიარქოს სკოლების სხვა მოსწავლეებთან ერთად 10 დღე მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამაში გაატარეს. ისინი მონაწილეობდნენ ლაშქრობებში, ვიქტორინებში, სპორტულ შეჯიბრებებსა და მუსიკალურ და მხატვრულ ღონისძიებებში.

მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები სპორტშიც გამოავლინეს. მათ მონაწილეობა მიიღეს მკლავჭიდის შეჯიბრებაში, ასევე აქტიურად ჩაერთნენ ფეხბურთისა და ფრენბურთის ტურნირებში.

ბანაკის პროგრამა შემოქმედებით აქტივობებსაც მოიცავდა. მონაწილეებმა დადგეს სპექტაკლი და გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი  „როგორ გავაცოცხლოთ სოფელი“.

თრუსოს ხეობის ბანაკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და ხევისა და სტეფანწმინდის მთავარეპისკოპოს იეგუდიელის ლოცვა-კურთხევით დაარსდა. ბანაკს ხელმძღვანელობს თრუსოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე ფერაძე.

ბანაკში მონაწილეობამ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, გაეღრმავებინათ მეგობრული ურთიერთობები, გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები და საინტერესო და შინაარსიანი გამოცდილება მიეღოთ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება