| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური რესურსების ინტეგრირება წარმატებული სასწავლო პროცესის გარანტია და ქუთაისის N 20 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლიდან უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს დგამს ამ მიმართულებით:
ქუთაისის N20 საჯარო სკოლა იმ რჩეულ 100 ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის დასახელდა, სადაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სექტემბრიდან რობოტიკის კლუბი საზეიმოდ გაიხსნება!
აღსანიშნავია, რომ კლუბი სპეციალურად IV, V და VI კლასების მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, სივრცე სრულად აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიური რესურსებით და ერთი წლის განმავლობაში პროფესიონალი ტრენერები უზრუნველყოფენ კლუბის გამართულ მუშაობას.
განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ ინოვაციურ და მომავალზე ორიენტირებულ კლუბს თავად სკოლის დირექტორი - ლიკა სანებლიძე უხელმძღვანელებს. დაგვეთანხმეთ, როდესაც ლიდერი თავად ერთვება ტექნოლოგიურ პროგრესში და უზიარებს ცოდნას მოსწავლეებს, ეს მთელი სკოლისთვის უდიდესი მოტივაციაა.
კლუბში გაწევრიანებული მცირეწლოვანი მოსწავლეები ადრეული ასაკიდანვე შეისწავლიან პროგრამირებისა და რობოტიკის საფუძვლებს. აქ ისინი შეძლებენ განივითარონ:
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
შემოქმედებითი ხედვა;
გუნდური მუშაობისა და კოლაბორაციის უნარი;
კომპლექსური პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევები.
თავად სკოლაში კი აღნიშნავენ, რომ ეს პროექტი მათთვის სრულიად ახალი, მასშტაბური და უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისია - „ჩვენ ერთად შევქმნით გარემოს, სადაც ჩვენი მოსწავლეები გახდებიან მომავლის ნამდვილი შემოქმედნი!“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად