სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წინსვლა, რომელიც ტრადიციად იქცა - ყუმურის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და საყვარელი ექთნის  ტრიუმფი პროფესიულ გამოცდებზე!
19-08-2026
-
+


როდესაც სკოლის მთავარი ღირებულება მუდმივი განვითარებაა, წარმატება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება. ვანის მუნიციპალიტეტის, ყუმურის საჯარო სკოლა საზოგადოებას უდიდესი სიამაყითა და სიხარულით უზიარებს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებს და იმასაც დასძენენ, რომ ეს გამარჯვება გუნდის უწყვეტი პროფესიული ზრდისა და საქმისადმი უსაზღვრო ერთგულების დასტურია.

მთელი სასკოლო საზოგადოება მუხლჩაუხრელი შრომისთვის მადლობას უხდის და გულწრფელად ულოცავს ჩვენს ძვირფას პედაგოგებს ორგზის და სამგზის სერტიფიცირებას:

ირმა ადეიშვილი - ბრწყინვალე წარმატება სამოქალაქო განათლების გამოცდაზე;

მაია ძაგნიძე - უმაღლესი შედეგი სამოქალაქო განათლების მიმართულებით;

ელიზა თვალაბეიშვილი - დამსახურებული აღიარება სპორტის გამოცდაზე;

თუმცა, ყუმურის საჯარო სკოლის სიახლეები ამით არ სრულდება - სკოლამ განსაკუთრებული ემოციითა და სიყვარულით მიულოცა პროფესიული წინსვლა სასკოლო საზოგადოების ნამდვილ მფარველს - სკოლის ექთანს, ლელა პაიჭაძეს, რომელმაც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარა!

„ბევრმა შესაძლოა არც კი იცოდა, რომ ლელას, სამედიცინო სფეროს გარდა, მეორე პროფესიაც აქვს - იგი დაწყებითი კლასების მასწავლებელია. სწორედ ამ მრავალმხრივმა ნიჭმა და განათლებამ მისცა სტიმული, ძალები ახალ ამპლუაშიც მოესინჯა და შედეგმაც არ დააყოვნა. ჩვენო ძვირფასო ლელა, მთელ კოლექტივს უზომოდ უყვარხარ და ეამაყები!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება