სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია
20-08-2026
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისის“ VIIIბ კლასის მოსწავლეებმა, ფიზიკის მასწავლებელ ნანა მალაღურაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო სასწავლო პროექტზე  „მეცნიერული აღმოჩენების მნიშვნელობა და მათი როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში“ - იმუშავეს.
 
ეს არ ყოფილა მხოლოდ ერთი გაკვეთილისთვის მომზადებული პრეზენტაცია. მოსწავლეებმა პროექტი გუნდურად დაგეგმეს და განახორციელეს.
 
მოსწავლეები ჯგუფებში გადანაწილდნენ და დამოუკიდებლად მოიძიეს ინფორმაცია დიდი მეცნიერებისა და მათი აღმოჩენების შესახებ.
 
კვლევის ყურადღების ცენტრში იყვნენ: ისააკ ნიუტონი, ვილჰელმ იაკობ გრავეზანდე, ანდერს ცელსიუსი, ჯეიმს ჯოული, ჯეიმს უატი, ნიკოლა ტესლა, უილიამ ტომსონი, ჩარლზ დარვინი და ალბერტ აინშტაინი. მოსწავლეებმა შეისწავლეს არა მხოლოდ მეცნიერთა ძირითადი აღმოჩენები, არამედ ისიც, როგორ შეცვალა ამ აღმოჩენებმა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება და მეცნიერების განვითარება.
 
კვლევით მუშაობას მოჰყვა შემოქმედებითი ეტაპი - მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო სტენდები და თემატური გაზეთები, რომლებშიც საკუთარი კვლევის შედეგები საინტერესოდ და ვიზუალურად წარმოადგინეს.
 
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროცესში მთელი კლასი იყო ჩართული. თითოეულ ჯგუფს ჰქონდა თავისი პასუხისმგებლობა, მოსწავლეები თანამშრომლობდნენ, ერთმანეთს უზიარებდნენ მოძიებულ ინფორმაციას, არჩევდნენ მნიშვნელოვან ფაქტებს და ერთად ქმნიდნენ საბოლოო პროდუქტს.
 
სამუშაოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ღია გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი კვლევის შედეგები თანაკლასელებსა და სტუმრებს გააცნეს.
 
გაკვეთილზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კითხვას: „რატომ არის მნიშვნელოვანი მეცნიერთა აღმოჩენები ჩვენთვის დღეს?“
 
მოსწავლეებმა იმსჯელეს ენერგიის, ელექტრობის, ტემპერატურისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ და დაინახეს, რომ მეცნიერების ისტორია მხოლოდ წარსულის ისტორია არ არის - მეცნიერთა აღმოჩენები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ასეთი სწავლება ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, თავად იყვნენ ცოდნის მაძიებლები და შემქმნელები - იკვლიონ, ითანამშრომლონ, შექმნან და საკუთარი ნამუშევარი სხვებს წარუდგინონ.
 
სკოლა მადლობას უხდის ფიზიკის მასწავლებელს, ნანა მალაღურაძეს, საინტერესო და შინაარსიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისთვის; კლასის ხელმძღვანელს, თეა სამხარაძეს, მოსწავლეთა მხარდაჭერისთვის; და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობას უხდის VIIIბ კლასის თითოეულ მოსწავლეს მონდომებისთვის, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი მუშაობისთვის!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება