| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საუკეთესო გაკვეთილები ხშირად საკლასო ოთახების მიღმა, სამშობლოს წარსულისა და კულტურის უშუალო შეცნობით იწყება. სწორედ ასეთი, შემეცნებითი და ემოციებით დახუნძლული დღე აჩუქა საკუთარ აღსაზრდელებს სკოლა „ანაბასისმა“ - VIII კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ თეა სამხარაძესა და მშობლებთან ერთად, ერთდღიან საგანმანათლებლო ექსკურსიაზე ვარძიის მიმართულებით იმყოფებოდნენ.
ეს მოგზაურობა იყო ცოცხალი გაკვეთილი, სადაც ბავშვებმა საკუთარი თვალით იხილეს ჩვენი ქვეყნის უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა. მრავალფეროვანი მარშრუტი კი რამდენიმე უმნიშვნელოვანეს და ულამაზეს ისტორიულ ლოკაციას მოიცავდა:
ბორჯომი - ცნობილი კურორტი უნიკალური ბუნებითა და განთქმული მინერალური წყლებით;
აწყური - დიდებული ისტორიული ციხე და შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტი;
ახალციხე (რაბათის ციხე) - კომპლექსი, სადაც სხვადასხვა ეპოქის კულტურა და არქიტექტურა იდეალურად ერწყმის ერთმანეთს;
საფარას მონასტერი - შუა საუკუნეების არქიტექტურის გამორჩეული ნიმუში;
ზარზმის მონასტერი - უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მქონე ძეგლი;
ასპინძა - ულამაზესი ისტორიული კუთხე, რომელიც ვარძიისკენ მიმავალ გზას ამშვენებს;
ხერთვისის ციხე - საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ციხესიმაგრე;
ვარძია - კლდეში ნაკვეთი უნიკალური სამონასტრო კომპლექსი, თამარ მეფის ეპოქის დიდებულებისა და სიძლიერის გამორჩეული ძეგლი.
ექსკურსიის უმთავრესი მიზანი - მოსწავლეებს უკეთ შეეცნოთ საქართველოს ისტორია და კულტურა - წარმატებით დაგვირგვინდა და მერვეკლასელები შინ დაუვიწყარი ემოციებით დაბრუნდნენ.
სკოლა და კლასის ხელმძღვანელობა უღრმეს მადლობას უხდის მშობლებს ასეთი საოცარი თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის! სწორედ სკოლისა და ოჯახის ასეთი ერთობით იქმნება ჩვენი შვილების საუკეთესო მოგონებები და ნათელი მომავალი!
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად