სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განვითარება, რომელიც არასოდეს წყდება - დაბა ბედიანის საჯარო სკოლის დირექტორისა და პედაგოგების წარმატება საკვალიფიკაციო გამოცდებზე
19-08-2026
-
+


ნამდვილი მასწავლებლობა მუდმივი ძიება, განვითარება და სიახლეების ათვისებაა - პროცესი, რომელიც არასოდეს წყდება. სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდა წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლის გუნდი, რომელმაც 2026 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი პროფესიონალიზმი.

განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ამ დიდ გზაზე წინსვლისა და მოტივაციის მთავარი მაგალითის მიმცემი თავად სკოლის ლიდერია; დაგვეთანხმეთ, როდესაც დირექტორი არ წყვეტს წინსვლას, ეს მთელი კოლექტივისთვის უდიდესი სტიმულია.

გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ახალი კვალიფიკაციები მოიპოვეს:

ირმა გიორგაძე (სკოლის დირექტორი, ისტორია) - რუსული ენა;

ლიზი ჩახავა (რუსული ენა) - სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;

ნატო ხიზანიშვილი (ბიოლოგია) - ქიმია და ბუნება;

მარიამ მედლიშვილი (გეოგრაფია) - მოქალაქეობა;

დავით ნატრიაშვილი (მათემატიკა) - მათემატიკა (VII-XII კლასები);

მანანა ნანეიშვილი - მიენიჭა მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული კვალიფიკაცია: პედაგოგი, კონცერტმაისტერი და ანსამბლისტი.

დაბა ბედიანის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და გუნდი ულოცავს თითოეულ პედაგოგს ამ უმნიშვნელოვანეს მიღწევას: 

„ვულოცავთ ჩვენს თავდადებულ პედაგოგებს ამ დიდ აღიარებასა და გამარჯვებას! ვამაყობთ თითოეული მათგანით, რადგან მათი წინსვლა, დაუღალავი შრომა და ცოდნისკენ დაუსრულებელი სწრაფვა ჩვენი მოსწავლეების ნათელი, წარმატებული და იმედით სავსე მომავლის საწინდარია. როდესაც მასწავლებელი პროფესიულად იზრდება, მასთან ერთად იზრდება და ძლიერდება მომავალი თაობაც!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება