| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„Scouts of Georgia - საქართველოს სკაუტების“ ორგანიზებით თბილისის სკოლებს შორის გუნდური შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც თბილისის N141 საჯარო სკოლის IX3 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს.
სკოლის მოსწავლეებმა, ანანო ბუსხრიკიძემ, ელენე ბერიძემ, ბარბარე გომელაურმა, ბარბარე კაპანაძემ, მარიამ ჩიქოვანმა, ვახო გურულმა, ლუკა დიაკონიძემ, ნიკა იაშვილმა, ლუკა გავაშელმა და ლუკა ლომიძემ 20 სკოლას შორის საპატიო ექვსეულში დაიკავეს ადგილი.
წარმატებული გამოსვლის შედეგად, გუნდის წევრებმა სკაუტურ ბანაკში მონაწილეობის საგზურიც მოიპოვეს.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ შეჯიბრებამ მოსწავლეებს ახალი გამოცდილება, გუნდური მუშაობისა და მეგობრობის შესაძლებლობა მისცა, სკაუტურმა ბანაკმა კი მათ დაუვიწყარი ზაფხული აჩუქა.
თბილისის N141 საჯარო სკოლა მადლობას უხდის „Scouts of Georgia - საქართველოს სკაუტების“ ორგანიზატორებს მოსწავლეებისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნისთვის.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად