სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ქართულ-ოსურ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ
17-08-2026
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ორი მოსწავლე ქართულ-ოსურ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდა, რომელიც ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა. პროგრამის ფარგლებში 40-მა ახალგაზრდამ მეგობრობის, კულტურული გაცვლისა და მშვიდობის იდეებზე იმუშავა.

„2026 წლის 24 ივლისიდან 1 აგვისტომდე თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები, ნინო ახალმოსულიშვილი და თინათინ თამაზაშვილი, მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდის „ლაზარეს“ მიერ ორგანიზებულ ქართულ-ოსურ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში (საზაფხულო ბანაკში), რომელიც ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა.

პროექტის მიზანი იყო ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის გაღრმავება, კულტურათაშორისი დიალოგისა და მშვიდობის იდეების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ჩართულნი იყვნენ საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებში. მათ უკეთ გაიცნეს ერთმანეთის კულტურა, ტრადიციები და ენები, შეიძინეს ახალი ცოდნა, გამოცდილება და მეგობრები.

პროექტი განხორციელდა საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდის „ლაზარეს“ ინიციატივით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

ასეთი კავშირები ამცირებს გაუცხოებას, ამსხვრევს სტერეოტიპებს და აყალიბებს კეთილგანწყობას.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 40-მა ახალგაზრდამ — 20-მა ქართველმა და 20-მა ოსმა. ერთი კვირის განმავლობაში ისინი ერთად ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ, მუშაობდნენ და თავისუფალ დროს ატარებდნენ.

ყოველდღიური პროგრამა დაფუძნებული იყო არაფორმალური განათლების თანამედროვე მეთოდებზე. ახალგაზრდებმა შეისწავლეს კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პრინციპები, ეფექტური კომუნიკაცია, დიალოგის კულტურა, ურთიერთპატივისცემა და ტოლერანტობა, მიღებული ცოდნა კი პრაქტიკულ აქტივობებში, გუნდურ მუშაობასა და ყოველდღიურ ურთიერთობებში განამტკიცეს.

ბანაკში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო კულტურულ გაცვლას. მონაწილეები ერთმანეთს აცნობდნენ ქართულ და ოსურ სიმღერებს, ცეკვებს, ტრადიციებსა და ეროვნულ კულტურას. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აქტივობა იყო ქართული და ოსური ენების გაკვეთილები, რომლებმაც ახალგაზრდებს ერთმანეთის კულტურისადმი კიდევ უფრო დიდი ინტერესი და პატივისცემა გაუჩინა.

საგანმანათლებლო სესიებთან ერთად, პროგრამა მოიცავდა სპორტულ შეჯიბრებებს, ინტელექტუალურ თამაშებს, შემოქმედებით საღამოებსა და გუნდურ აქტივობებს. თითოეული დღე მონაწილეებისთვის იყო ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრობისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ პროექტი ტარდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო III-ის, ლოცვა-კურთხევით. მისი უწმინდესობის გადაწყვეტილებით, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში სამშვიდობო და ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელება კვლავ გრძელდება, სადაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდებს ერთმანეთის გაცნობისა და მეგობრობის შესაძლებლობა ეძლევათ.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ. მას 2019 წელს, ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ჩაეყარა საფუძველი და დღემდე ასობით ქართველ და ოს ახალგაზრდას აერთიანებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო და ოჯახური გარემო - რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ქართულ-ოსურ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ

სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლა

ფოთის N7 საჯარო სკოლა პროფესიულ ინტეგრირებულ პროგრამაზე ახალ ნაკადს იღებს

„შევქმნათ უკეთესი საგანმანათლებლო გარემო ჩვენი მოსწავლეებისთვის!“
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება