სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა 
17-08-2026
-
+


მასწავლებლის პროფესიული გზა მუდმივ განვითარებას, ცოდნის გაღრმავებასა და ყოველდღიურ შრომას მოითხოვს. სწორედ ამ გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა სასიხარულო ამბის მიზეზი კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლისთვის - სამმა პედაგოგმა საგნის კომპეტენციის წარმატებით დადასტურება შეძლო.

თითოეული ასეთი მიღწევის უკან დგას დიდი შრომა, პასუხისმგებლობა, პროფესიის სიყვარული და სურვილი, რომ მოსწავლეებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის განათლება მისცენ. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ეს წარმატება სკოლისთვის განსაკუთრებით საამაყო და მნიშვნელოვანი მოვლენაა.

კომპეტენცია წარმატებით დაადასტურეს:

ნონა მიქავამ - ქართული ენა და ლიტერატურა (I–VI კლასი);
ემა აშორტიამ - სპეციალური მასწავლებლი;
ასმათ გახარიამ - ფიზიკა (VII–XII კლასი).

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგთა კორპუსი კოლეგების მიღწევას განსაკუთრებული სიხარულით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თითოეული მათგანის წარმატება მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის მოტივაციისა და სიამაყის საფუძველია.

„ნონა მიქავას, ემა აშორტიასა და ასმათ გახარიას ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან პროფესიულ წარმატებას და ვუსურვებთ, რომ ეს შედეგი მათთვის კიდევ უფრო დიდი მიზნებისა და ახალი გამარჯვებების დასაწყისი გახდეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება