სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის საგვაზაოს საჯარო სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეს და პედაგოგებს 
17-08-2026
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლა ამაყობს წარმატებული მოსწავლეებითა და შრომისმოყვარე პედაგოგებით, რომლებიც მაქსიმალურს აკეთებენ იმისთვის რომ მოზარდება შელონ მაღალი ხარისხის ცოდნის მიღება და მისი სათანადოდ წარმოჩენა. 
 
საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოების -„Teachers Community Georgia " - ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ახალგაზრდული კონფერენცია ინგლისურ ენაზე - „ახალი თაობა მდგრადი განვითარებისათვის“. შეხვედრამ გააერთიანა ახალგაზრდები, პედაგოგები და ლიდერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
 
კონფერენციის მიზანი იყო ახალგაზრდების პოტენციალის გამოვლენა და მხარდაჭერა, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა,  ლიდერული, ინოვაციური და წარმატებული გამოცდილების გაზიარება, განათლებისა და მდგრადი განვითარების იდეების პოპულარიზაცია.
 
კონფერენციაში ჩვენი სკოლიდან მონაწილეობდა მე-9 კლასის მოსწავლე ანანო ბაღათურია თემით-„განახლებადი ენერგიისა და თანამედროვე გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების გამოყენება".
 
მადლობა გვინდა, გადავუხადოთ: საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოებას- Teachers Community Georgia- შესანიშნავი შესაძლებლობისა და კონფერენციის ორგანიზებისათვის.
 
ისტორიის მასწავლებელს შორენა კუჭუხიძეს, რომელმაც შესანიშნავი მენტორობა გაუწია მოსწავლეს.
ანანაოს -შესანიშნავი გამოსვლისათვის და პედაგოგებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ანანოს წარმატებულ პრეზენტატორად ჩამოყალიბებაში.
 
სკოლის დირექცია ულოცავს ანანოსა და შორენა მასწავლებელს ამ წარმატებას და უსურვებს მათ წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება