სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ნამდვილი პედაგოგი მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლობს და ვითარდება“ - ტობანიერის საჯარო სკოლა მასწავლებლებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
17-08-2026
-
+


არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც პირადი მაგალითით ამტკიცებენ - განვითარება უწყვეტი პროცესია და დღეს, როდესაც მასწავლებელთა ყველა გამოცდის შედეგი უკვე ცნობილია, კომპეტენციის წარმატებით დადასტურების ამსახველი ფეისბუქპოსტები უდავოდ ქმნის საზეიმო განწყობას.

ვანის მუნიციპალიტეტის, ტობანიერის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგებისთვისაც განსაკუთრებული დღეა: მათმა მონდომებამ, დაუღალავმა შრომამ და საქმისადმი უსაზღვრო ერთგულებამ შედეგი გამოიღო.

გაიცანით ტობანიერის საჯარო სკოლის მასწავლებლები, რომელთაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი:

მარიზა ქართველიშვილი - უფროსი სპეცმასწავლებლის გამოცდა;

ლიკა ჯოჯუა - მათემატიკა (I - VI) და სპორტი;

ირინა აბრამიძე - ბუნებისმეტყველება (I - VI);

ია მეფარიშვილი - სამოქალაქო განათლება.

„თქვენი მონდომება, თავდადება და პროფესიისადმი სიყვარული კიდევ ერთხელ გახდა მაგალითი იმისა, რომ ნამდვილი პედაგოგი მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლობს და ვითარდება“, - ამ სიტყვებით მიულოცა ტობანიერის სკოლის ადმინისტრაციამ პედაგოგებს კომპეტენციის დადასტურება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება