სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სალომინაოს საჯარო სკოლის კიდევ ერთი გამარჯვება - გაიცანით საამაყო კურსდამთავრებულები, რომელთაც ეროვნულები წარმატებით ჩააბარეს
17-08-2026
-
+


ყოველი წარმატებული ახალგაზრდის მიღწევების უკან დგას ძლიერი საგანმანათლებლო სივრცე. სწავლების მაღალი ხარისხი, დირექციის სწორი ხედვა და პედაგოგების პროფესიონალიზმი ის მყარი საძირკველია, რომელზეც ჩვენი შვილების მომავალი შენდება და დღეს სწორედ ამ თავდაუზოგავი შრომის შედეგზე გიამბობთ: 

აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის, ვანის მუნიციპალიტეტის, სალომინაოს საჯარო სკოლა უდიდესი სიყვარულით ულოცავს თავის გამორჩეულ კურსდამთავრებულებს, ნოდარ მჟავანაძესა და პავლე ლელაძეს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.

„დღეს განსაკუთრებული, სიხარულით სავსე დღეა - ჩვენო კურსდამთავრებულებო, თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ მონდომებასა და შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი!

გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სტუდენტთა რიგებში ჩარიცხვას!

ეს გზა, რომელზეც ახლა შეაბიჯებთ, სავსეა საინტერესო თავგადასვლებით, ახალი მეგობრებითა და დიდი შესაძლებლობებით. იარეთ ყოველთვის წინ და არასოდეს დაივიწყოთ მშობლიური სკოლა, რომელსაც ასე ძალიან უყვარხართ და ამაყობს თქვენით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება