სიახლეები
სკოლები

სამღერეთის საჯარო სკოლაში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი ფუნქციონირებს
13-07-2018
-
+


სამღერეთის საჯარო სკოლაში ევროკავშირის და RDFG-ის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი ფუნქციონირებს.

სამღერეთის საჯარო სკოლა ახალგაზრთა ფერმერთა ცეტრის შესახებ სტატიას გთავაზობთ. 

ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არის სოფელი სამღერეთი, სადაც ევროკავშირის მხარდაჭერით, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრია გახსნილი, რომლის წევრი ახალგაზრდებიც სულ უფრო აქტიურად ერთვებიან საკუთარი სოფლის განვითარებაში.

თეთრიწყაროში, სადაც მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობაა, ახალგაზრდებს სოფლად დარჩენის პერსპექტივა არ ესახებოდათ და უმრავლესობა საკუთარ მომავალს ქალაქში ხედავდა. მათ წარმოდგენაში სოფლის მეურნეობა ნაკლებად შემოსავლიანი საქმიანობა იყო, რომელიც მათი მშობლების თუ ბებია-ბაბუის მსგავსად მიწასთან დაუსრულებელ მუშაობასა და უზარმაზარ შრომას მოითხოვდა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მათი მომავლის გეგმებიც მხოლოდ ქალაქს უკავშირდებოდა. დღეს კი, ამ ცენტრის დახმარებით, ისინი ცდილობენ სხვადასხვა აქტივობებით სოფელს ახალი სიცოცხლე შესძინონ და ისეთ ადგილად აქციონ, სადაც თვითონვე ისურვებდნენ ცხოვრებას.

მიუხედავად საზაფხულო არდადეგებისა, მსოფლიოს ახალგაზრდების პროფესიული უნარების დღესთან დაკავშირებით, სამღერეთის ახალგაზრდები რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ფერმერთა ცენტრში და სურსათის უვნებლობისა და ბიო-პროდუქციის წარმოების საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგს დაესწრნენ. RDFG-ის ტრენერმა მათ რძის პროდუქტის წარმოების წესები გააცნო, რის შემდეგაც მათ წინწყაროში, ყველის ქარხანაში გადაინაცვლეს, რომლის დირექტორმაც ადგილზე აჩვენა როგორ ხდება რძის გადამუშავება, რძის პროდუქტების წარმოება, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა და სხვადასხვა სახეობის ყველიც დააგემოვნებინა.

„მე მინდა ჩემი სოფელი განვითარდეს და ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის აქ მეტი შესაძლებლობები იქმნებოდეს“ - ამბობს მარიამი, სამღერეთის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის ერთ-ერთი წევრი. ის და მისი მეგობრები ცდილობენ საკუთარი წვლილი შეიტანონ სოფლის განვითარებაში და RDFG-ის დახმარებით უკვე პროექტიც დაწერეს და დაფინანსებაც მოიპოვეს ახალგაზრდა ფერმერების შეკრების ადგილის მოსაწყობად, სადაც ისინი ახლა უკვე საკუთარი ინიციატივითაც შეძლებენ შეხვედრას და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვას.

„ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი (YFC) RDFG-ს მოდელია, რომელიც სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს  აერთიანებს და მათ თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს აცნობს. ცენტრების მიზანია, ახალგაზრდებმა საკუთარი მომავალი სოფელში დაინახონ და დიდ ქალაქებში მიგრაცია ერთადერთ ალტერნატივად აღარ განიხილონ.RDFG-იმ ევროკავშირის მხარდაჭერით მსგავსი ცენტრები უკვე თეთრიწყაროს 8 სოფელში შექმნა და ახალგაზრდებს სამოქალაქო განათლებას, ლიდერობას, სამოქალაქო ჩართულობას ასწავლის და, რა თმა უნდა, მეწარმეობასა და სოფლის მეურნეობის ახალ ტექნოლოგიებს აცნობს, რაც სოფლის მეურნეობას და მეწარმეობას მათთვის გაცილებით უფრო საინტერესოს ხდის, ვიდრე ეს მათ წარმოდგენაში იყო. გარდა ტრენინგებისა, RDFG-ის დახმარებით ისინი სადემონსტრაციო ნაკვეთებსაც ქმნიან, სადაც პრაქტიკაში ახორცილებენ ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას.

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFCs) მოდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხორციელდება, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის - „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს  ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG).

© სამღერეთის საჯარო სკოლა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

რა კვალიფიკაცია მოეთხოვებათ დასაქმების მსურველებს - ბაღების ავტორიზაციის  საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად ვაკანსია გამოცხადდა

ეროვნული სასწავლო გეგმის მისიაა მოსწავლის ჰოლისტური განვითარება

ვალდებულება, რომელიც თითოეულ შერჩეულ მასწავლებელს ექნება - შეხსნება პედაგოგებს 

განაცხადები მიიღება 3 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

„ტრადიციად, პირველკლასელებს სკოლის დაწყების წინა დღეს მშობლებთან ერთად ვხვდებით, ვათვალიერებინებთ სკოლას“

საინტერესო

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

სიახლეები
საზოგადოება