სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

ქარელის საბავშვო ბაღებში შეტანილი ხორცი უხარისხო აღმოჩნდა - დეტალები 
17-06-2026
-
+


ქარელის საბავშვო ბაღებში შეტანილი ხორცი უხარისხო აღმოჩნდა. ამის გამო, საბავშვო ბაღებში ხორცის შეტანა შეწყდა. სასწავლო პროცესი კი 15 ივლისამდე გრძელდება.
 
ინფორმაციას ქართლის ამბები ავრცელებს, რომელიც ტენდერში გამარჯვებული კოპმანიის შპს „ქართული ხორც-პროდუქტების ფერმის“ დირექტორმა ბესიკ კახიძეს ესაუბრა:
 
„ჩვენმა კომპანიამ ისე გაიმარჯვა ტენდერში, გამოცდილება არ გვქონდა. გამოცდილება ჰქონდა ჩემს მეწილეს, რომელსაც მანამდე სხვა კომპანია ჰქონდა და იმით ახორციელებდა ხორცის მიწოდებას. ახლა მას ტელეფონი გამორთული აქვს და ვერც კი ვუკავშირდები. დიდ შარში გამხვია. უნდა გამიგოთ თქვენც. წარმოიდგინეთ კარგი ხორცი 28 ლარი ღირს. თანაც ბავშვებს რბილი ხორცი უნდა მიუტანო. როგორც ჩანს, ჩემი მეწილე იაფად ყიდულობდა სადღაც მაგარ ხორცს და ის მიჰქონდა.
 
ტენდერში გამარჯვების დროს გამოცდილება არ იყო მითითებული, ისე გავიმარჯვეთ. მე ჩემს მეწილის გამოცდილებას ვენდე, მაგრამ რა მოხდა ზუსტად და როგორ მოხდა, დეტალებს ვერ ვიგებ. ვერ ვუკავშირდები. მე ბათუმში ვარ და ის მუშაობდა მანდ.
 
დამიკავშირდნენ ქარელის საბავშვო ბაღებიდან და მითხრეს, ხორცი არ ვარგაო და ხელშეკრულება უნდა შევწყვიტოთო. ალბათ, ჯარიმებსაც დამაკისრებენ. როგორც ასეთი ვინმე მოწამლულიყო ამ ხორცით ან მსგავსი არ მომხდარა, ამას როგორ დავუშვებდით. უბრალოდ, საბავშვო ბაღში უნდა იყოს შეტანილი რბილი ხორცი“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა.
 
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, საბავშვო ბაღების გაერთიანებამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2025 წლის დეკემბერში გააფორმა. ღირებულება ჯამში 173 000 ლარი. დღევანდელი მდგომარეობით, კომპანიას ბაღებისთვის მიწოდებული აქვს 76 673 ლარის ღირებულების ხორცი. ქარელის მერია ახალ კომპანიას ეძებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება