სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში ღონისძიებები აქტიურად ტარდება
13-07-2018
-
+


გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში ღონისძიებები აქტიურად ტარდება. 

სკოლაში მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. მათ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მარინა ცაგარეიშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს სასწავლო პროექტი: „საქართველოო ლამაზო“. 

მოსწავლეებმა ანი გოჩოლეიშვილმა, თამარ სამხარაძემ, აკაკი ჩომახიძემ, ლიზი ცაგარეიშვილმა, მარიამ მაკარიძემ და ანა ჩომახიძემ დამსწრეთა მოწონება დაიმსახურეს. მუსიკის პედაგოგ ელიზა ჟღერიას მიერ მომზადებულმა მუსიკალურმა ნომრებმა კი ხალისი შემატა პროექტს. 

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩემპიონატში „რა? სად?როდის?“ სკოლის გუნდმა საპატიო მე-3 ადგილი აიღო. ისინი მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩნენ პირველ ადგილზე გასულ გუნდს.

შეჯიბრებაში მოსწავლეები ანი გოჩოლეიშვილი, აკაკი ჩომახიძე, ზაზა ანდრიაძე, ლუკა ცაგარეიშვილი და ირაკლი კუჭავა მონაწილეობდნენ. 

მათ რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნუგზარ ჩომახიძე ხელმძღვანელობდა. 

ხონის ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლის მიერ ორგანიზებულ მათემატიკის VII რაიონულ ოლიმპიადაში საპატიო I დაიკავა სკოლის მე-3 კლასელმა მარიამ კუჭავამ.

გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის 9 პირველკლასელმა პედაგოგ ეთერ ცაგარეიშვილის ხელმძღვანელობით საწავლო წელი დაასრულა პროექტით „ჩემი სამშობლო“, ხოლო შემდეგ მშობლების თაოსნობით მოაწყვეს ექსკურსია სათაფლიაში. 

გეოგრაფიის პედაგოგ მთვარისა კაკაბაძის ხელმძღვანელობით მომზადდა და ჩატარდა გეოგრაფიული კონკურსი-ვიქტორინა „რა?სად? როდის?“, რომელშიც დიდი ინტერესით ჩაერთვნენ სკოლის მოსწავლეები. სკოლის დირექციამ მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვა. 

დაწყებითი კლასის II-III-IV კლასის მოსწავლეებმა პედაგოგების ნარგიზა უგულავასა და მედეა ხეცურიანის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს პროექტი „დედამიწა ჩვენი სახლია“.

მოსწავლეებმა მარი კუჭავამ, ნინო მაკარიძემ, სალომე ფანცულაიამ, აკაკი და ნიკო ცაგარეიშვილებმა, ნიკოლოზ შარვაშიძემ, ანა და გიორგი ჯანხოთელებმა, ლიკა რესულიძემ დედამიწას იუბილე მიულოცეს ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით. 

ჭრელი წინდების სიმბოლურ დატვირთვაზე და 21 მარტის მნიშვნელობაზე საინტერესოდ ისაუბრეს მოსწავლეებმა: ანი გოჩოლეიშვილმა, აკაკი ჩომახიძემ, თამარ სამხარაძემ. პოსტერებისა და ბუკლეტების დამზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მარი ვეშაგურმა, მარი მაკარიშემ, ლიზი ცაგარეიშვილმა და ანა ჩომახიძემ. პროექტს პედაგოგი მარინა ცაგარეიშვილი ხელმძღვანელობდა. 

მიმდინარე წელს გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ მარინა ცაგარეიშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს სასწავლო პროექტი - „ექვთიმე ღვთისკაცი“, რომლის პრეზენტაციაზე მოიწვიეს პედაგოგები, მოსწავლეები და სოფლის მცხოვრებნი.

სკოლაში გაიმართა ბოლო ზარის ღონისძიებაც. 

ეს სკოლისთვის რიგით 84-ე გამოშვება იყო. მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა წარმოადგინეს და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს კლასის ხელმძღვანელს გია ცაგარეიშვილს. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება