| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედაქალაქის „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს, 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყო და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის თანახმად, რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. ამავე საიტზეა ხელმისაწვდომი საზაფხულო ბაღების სია.
„პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან.
საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლისთვის აღნიშნული მომსახურება თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი.
პროექტი, რომელშიც 54 საბავშვო ბაღი ჩაერთვება, ბიუჯეტიდან 4 645 000 ლარით დაფინანსდება. საზაფხულო ბაღებში წელს 3 900 თანამშრომელი იმუშავებს“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად