სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ცნობილების შვილები, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს - დედების ამაღელვებელი სტატუსები
13-07-2018
-
+


შვილი რომ სკოლას დაამთავრებს, ეს მშობლების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებული დღეა. ამ მოვლენას ყოველთვის ძალიან დიდი ემოციები ახლავს თან. გამონაკლისები ამ კუთხით არც ცნობილი სახეები არიან, რომლებიც სოციალურ ქსელში შვილებს ემოციურად ულოცავენ. 

მოდით, გადავხედოთ, წელს რომელი ცნობილი სახეების შვილებმა დაამთავრეს სკოლა.

პარლამენტარ მარიამ ჯაშის ვაჟმა ირაკლი გოდერძიშვილმა სკოლა წელს დაამთავრა. ცნობილმა დედამ შვილის ბოლო ზარის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა:



„ესეც იკუნას ბოლო ზარი, ყველაზე მაგარ კლასთან ერთად. ძალიან მიყვარხარ და გილოცავთ ყველას. დიდი მადლობა დაუვიწყარი წლებისა და გენიალური პედაგოგებისთვის...“



სკოლა დაამთავრა ირმა ინაშვილის ქალიშვილმა, ნინი კევლიშვილმაც და ის ახლა აბიტურიენტია...



„18 წელი... წინ მთელი ცხოვრებაა. მინდა, ბევრად მსუბუქი, წარმატებული და ბედნიერი იყოს ჩვენი შვილებისთვის ეს მომავალი, ვიდრე ჩვენთვის იყო...“ - წერს ირმა ინაშვილი.

ამაღელვებელი აღმოჩნდა ჟურნალისტ რუსუდან ცხომელიძის სტატუსი შვილის, ანა ბეჟანიძის მისამართით, რომელიც თავის ასაკში საკმაოდ წარმატებულია.



„გუშინ სკოლა დაამთავრა და უკვე სტუდენტია, დარწმუნებული ვარ, კარგი და სამართლიანი იურისტი იქნება! ჰააგაში, სამართლის საუკეთესო სკოლაში, ლეიდენში სწავლით იწყებს ამ რთულ და საინტერესო გზას. თავს უფლებას მივცემ გითხრათ, რომ ძალიან ვამაყობ ამ გოგოთი! (მომიტევეთ ტრაბახი) ყველა მიზანს აღწევს, რასაც ისახავს ოკეანის გაღმა 7 უნივერსიტეტის დაფინანსება მოიპოვა, მათ შორის საპრეზიდენტოც და სრულიც, მაგრამ იურისტობის სურვილმა ევროპაში დატოვა. წარმატებები და ძალიან საინტერესო მომავალი შენ და შენს არაჩვეულებრივ კლასელებს!“ - წერს რუსუდან ცხომელიძე. 

18 წლის ლიზა ტაბლიაშვილი, ჟურნალისტ ქეთევან ქარდავას შვილია.



„წლები გაფრინდა ერთი დღესავით. მოსაგონებლად მართლაც ბევრია! ლიზამ სკოლა დაამთავრა. ყველაზე საუკეთესო, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ლამაზი ლიზი-ბლიზი 18 წლის ხდება. ლიზამ მომავალი პროფესია უკვე აირჩია. მომწონს და პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. წინ გვაქვს უამრავი გამოწვევა, სირთულე, სიხარული და წარმატების -გამარჯვების ტკბილი წუთები. გილოცავ დედიკ, მიყვარხარ და მეამაყები,“ - წერს ქეთევან ქარდავა.

წელს სკოლა დაამთავრა ასევე მოდელ თაკო ჩხეიძის ვაჟმა, სერგი აბაშიძემ. თაკოს, თავისი ვაჟი, ძალიან ჰგავს და ბედნიერი დედა შვილს წარმატებებს უსურვებს.



შვილს, ამიკო ხაჟალიას გზა დაულოცა და წარმატებები უსურვა ჟურნალისტმა ნინო თოლოდრავამ.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გაკვეთილების დაწყებამდე 10 წუთით ადრე სკოლის შენობა და ეზო უნდა შემოწმდეს - უსაფრთხოების წესები 

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

დასაქმების ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრა

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება