სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

სკოლებში სუფთა წერის პრაქტიკას აბრუნებენ, მასწავლებლებს კი მობილურის გამოყენება ეკრძალებათ - ახალი სასწავლო წლის ცვლილებები შვედეთში
13-03-2026
-
+


შვედეთში მობილურები ყველა საჯარო სკოლებში აიკრძალა - რეგულაცია მომავალი სასწავლო წლიდან შედის ძალაში და ის 7-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებს  ეხება. მათ სკოლაში მისვლისთანავე უნდა ჩააბარონ ტელეფონები და მხოლოდ სასწავლო დღის ბოლოს შეძლებენ დაბრუნებას. აღსანიშნავია, რომ აკრძალვა ეხება არა მხოლოდ გაკვეთილებს, არამედ დასვენებებსაც.

მალე შვედეთს საქართველოც მიბაძავს - ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია, სხვადასხვა ცვლილებასთან ერთად, სკოლებში ყველანაირი ციფრული მოწყობილობის გამოყენების შეზღუდვასაც ითვალისწინებს, თუმცა სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია. 

შვედეთის სკოლებში მობილურების აკრძალვის ერთ-ერთ მიზეზად კი აკადემიური მოსწრება სახელდება: კვლევებმა აჩვენა, რომ გაჯეტებზე დამოკიდებულებამ ბავშვებში კითხვისა და წერის უნარები გააუარესა. ამიტომ აქტიურად აბრუნებენ სკოლებში ბეჭდვურ წიგნებსა და სუფთა წერის პრაქტიკას, რადგან მიიჩნევენ, რომ „ციფრულმა რევოლუციამ განათლებაში მოლოდინები ვერ გაამართლა“.

გავრცელდება თუ არა შეზღუდვა მასწავლებლებზე? - მართალია, რეგულაციაში აქცენტი მოსწავლეებზე კეთდება, თუმცა „წესები ყველასთვის ერთია“ და სხვათა შორის, არსებობს სახელმწიფოები და კონკრეტული რეგიონები, სადაც პედაგოგებისთვისაც მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. მაგალითად:

ჩინეთის არაერთ პროვინციაში მასწავლებლებს ეკრძალებათ კლასში მობილური ტელეფონის შეტანა, რადგან პედაგოგი „უნდა იყოს მაგალითი მოსწავლეებისთვის“.

ინდოეთის რამდენიმე შტატში მოქმედებს ოფიციალური დირექტივა: მასწავლებლებმა ტელეფონები სამასწავლებლოში უნდა დატოვონ და მათი გამოყენება კლასში დაშვებულია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, დირექციის ნებართვით.

საფრანგეთში (სკოლის დონეზე) კანონით მოსწავლეებს ეკრძალებათ ტელეფონები, ხოლო მასწავლებლების შემთხვევაში, საკითხს სკოლის შინაგანაწესი არეგულირებს. ბევრმა ფრანგულმა სკოლამ მიიღო „ეთიკის კოდექსი“, სადაც მასწავლებელს ეკრძალება მობილურის გამოყენება მოსწავლეების თანდასწრებით, „რათა არ დაირღვეს აკადემიური ავტორიტეტი“ - „თუ მასწავლებელი ტელეფონში იყურება, აკრძალვა მოსწავლისთვის უსამართლო ჩანს“.

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ზოგ სკოლაში კი მოქმედებს No Phone Zone პოლიტიკა, რომელიც აბსოლუტურად ყველას ეხება, ვინც შენობაში შედის, მათ შორის მშობლებსა და სტუმრებსაც კი.

ინფორმაციისთვის: შვედეთი ევროპის მე-6 ქვეყანაა, რომელმაც სახელმწიფო დონეზე მიიღო გადაწყვეტილება სკოლებში მობილურების სრული აკრძალვის შესახებ. (საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი). რატომ არის შვედეთის შემთხვევა განსაკუთრებული? - სწორედ ეს ქვეყანა გახლდათ „ციფრული სწავლების“ ყველაზე დიდი მხარდამჭერი. მათი გადაწყვეტილება, დაუბრუნდნენ კალამს და ფურცელს, სხვა ქვეყნებისთვის ერთგვარი სიგნალია, რომ მხოლოდ ტექნოლოგიები განათლების ხარისხს ვერაფერს შველის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება