სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

არსებული ინფორმაციით, ტაილანდის მღვიმიდან ოთხი მოზარდი გამოიყვანეს
09-07-2018
-
+


ტაილანდის ერთ-ერთ მღვიმეში მყოფი ბავშვების ნაწილის გადარჩენა ამ დრომდე გრძელდება. 

12 ფეხბურთელი, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა და მათი 25 წლის მწვრთნელი, ტაილანდის და მიანმარის საზღვართან მღვიმეების კომპლექსში ორი კვირის წინ დაიკარგნენ.

მათზე ძებნა 23 ივნისს გამოცხადდა, ბრიტანელმა მყვინთავებმა  მოზარდები მხოლოდ 10 დღის შემდეგ, 3 ივლისს იპოვეს. სამძებრო სამუშაოებს მღვიმეებში აწეული წყლის დონე ართულებდა. სამაშველო ოპერაცია 8 ივლისს დაიწყო. 

მოსალოდნელი რისკების მიუხედავად, ქვეყნის მთავრობა ბავშვების გადარჩენის ყველა ვერსიას განიხილავს. არსებული ინფორმაციით, მღვიმიდან გამოსასვლელად დაზარალებულებმა ყვინთვა უნდა ისწავლონ ან რამდენიმე თვე დაიცადონ წყლის დონის დაწევამდე. მდინარის დონე კი, სავარაუდოდ, 4 თვეში დაიწევს, რადგან ტაილანდში ახლა წვიმის სეზონია.  

მაშველები მოზარდებს საკვებს და პირველადი დახმარების ნივთებს აწოდებენ. ისინი ასევე ცდილობენ მღვიმეში სატელეფონო კავშირი დაამყარონ, რათა ბიჭებმა მშობლებთან კომუნიკაცია შეძლონ. 

შეგახსენებთ, რომ მღვიმეში მოზარდებისთვის ჟანგბადის ბალონების მიწოდების ოპერაციისას ერთ-ერთი მაშველი დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაშველებმა ოთხი ბავშვის გამოყვანა შეძლეს. მოზარდები ამჟამად საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  

სამაშველო მისიაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა მეცნიერმა ილონ მასკმა. მან სპეციალური წყალქვესა „კაფსულა“ შექმნა, სადაც ერთი ადამიანი თავსდება. ამჟამად წყალქვეშა ნავის საგამოცდო პროცედურები მიმდინარეობს. 

ტამ ლუან ნანგ ნონის გამოქვაბულები ტურისტული სანახაობაა. მღვიმეების კომპლექსი მიწის ქვეშ რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. მათ ნაწილი მთლიანად წყლითაა დაფარული, ხოლო ნაწილი წვიმიან სეზონზე, ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში იტბორება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება