სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაიზარდა პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც იშვიათად, დეფიციტურად და მაღალანაზღაურებადად ითვლება
26-04-2026
-
+


მთავრობის დადგენილებით შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილება შევიდა.

იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის არსებულ ნუსხას დაემატა სახელმწიფო ავიაციის სფერო:

ა) მფრინავი/მფრინავი-ნავიგატორი – საფრენი აპარატების ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, საფრენოსნო დაგეგმვის, მფრინავთა მომზადების, ფრენების ხარისხიანი შესრულებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა; ეკიპაჟების დამოუკიდებელი მომზადების უზრუნველყოფა; ეკიპაჟთან ერთად საფრენი აპარატის კაბინაში წვრთნების ჩატარება; მფრინავი შემადგენლობის ნავიგაციისა და აერნაოსნობისათვის მომზადების დონის ანალიზი; საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების მომზადება და შემუშავება;

ბ) ინჟინერი/ბორტ-ინჟინერი – საფრენი აპარატების საავიაციო და რადიოელექტრონული მოწყობილობების გაუმართაობების გამოვლენა და აღმოფხვრა; საავიაციო და რადიოელექტრონული მოწყობილობების ლაბორატორიული ტექნიკური მომსახურების შესრულება; სახელმწიფო ავიაციის, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა (EASA) და სხვა დამატებითი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში, ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემის დანერგვის განხორციელება და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ხარისხისა და უსაფრთხოების მართვის სისტემის მეთოდოლოგიური დოკუმენტების მოთხოვნების შესრულება; ხარისხისა და უსაფრთხოების ეფექტიანი აუდიტის განხორციელება;

გ) ბორტ-მექანიკოსი-ოპერატორი  დადგენილი წესების მიხედვით, საფრენ აპარატზე ტვირთის განლაგების უზრუნველყოფა; საფრენი აპარატის სამაშველო, სამძებრო და სადესანტო-სატრანსპორტო მოწყობილობების ექსპლუატაცია;

დ) ტექნიკოსი/ბორტ-ტექნიკოსი – საფრენ აპარატებსა და კომპონენტებზე გეგმური და არაგეგმური სამუშაოების შესრულება; საფრენი აპარატების ან/და კომპონენტების გაუმართაობების გამოვლენა და აღმოფხვრა;

ე) ამ პუნქტით განსაზღვრული პირების ხელმძღვანელი პირი/პირები იმ შემთხვევაში, თუ მას/მათ უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ პირების მიერ განხორციელებულ საქმიანობა.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება