სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სამინისტრომ 1130 სასამართლო დავა წააგო და დარჩენილი 120-იც წაგების პროცესშია“... - მინისტრის მოადგილე კანონში ცვლილების აუცილებლობაზე
24-04-2026
-
+


2007, 2008 ან 2009 წელს გაცემულ დიპლომში თუ მითითებულია „ბაკალავრი“ ან „მაგისტრი“, ეს კანონი მას არ ეხება. ბაკალავრს ჩვენ არც მაგისტრად, არც დოქტორად არ ვაქცევთ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა.

„ძველი მოდელის მიხედვით, არსებობდა ერთი და იგივე მოდელის, 4 -წლიანი და 5-წლიანი სწავლის პერიოდები. საუბარია, ე.წ. დღის დასწრებულ მოდელზე და ე.წ. დაუსწრებელ მოდელზე. შედეგზე გასასვლელად ერთი ხარჯავდა 4 წელს, მეორე 5 წელს. სწორედ ასეთ დიპლომზეა საუბარი და არა ბაკალავრიატის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ აქამდე კანონში ნათელი ჩანაწერი არ არსებობდა, რის გამოც, ამ ადამიანების საქმეები მიდიოდა სასამართლოში და სამინისტრომ 1130 დავა უკვე წააგო:

„თქვენ იცით, რომ არსებობს სამსახურები, რომლებიც ითხოვენ მაგისტრის ხარისხის არსებობას. შესაბამისი დამსაქმებელი აგზავნის აღნიშნულ აპლიკანტს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში, რომ მოახდინოს აღიარება შესაბამისი დიპლომის, რომელ კატეგორიას შეესაბამება ახალი ბოლონიის მოდელიდან გამომდინარე. იმის გამო, რომ კანონში ნათელი ჩანაწერი არ არსებობდა, იყო უარი და ეს მიდიოდა დავაში შესაბამის სასამართლო ინსტანციაში. სტატისტიკის მიხედვით, 1250 აღძრული საქმიდან 1130 დავა გვაქვს წაგებული, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს. არცერთი დავა არ გვაქვს მოგებული. 120 დარჩენილი საქმე არის წაგების პროცესში. შესაბამისად, ეს ყველაფერი იქნება სრულიად კანონის ჩარჩოში მოქცეული“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება