სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ფუნქცია აქვს მრჩეველთა საბჭოს სკოლებში - უფლებამოსილება და ვალდებულებები
25-04-2026
-
+


მრჩეველთა საბჭო სკოლებში - ვინ არიან, რა ფუნქცია აქვთ და უფლებამოსილებით სარგებლობენ საბჭოს წევრები -  სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში მანდატურისა და სკოლის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, დირექტორი ქმნის მრჩეველთა საბჭოს.

მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) სკოლის დირექტორი ან/და მისი მოადგილე/მოადგილეები; ბ) მანდატური/უფლებამოსილი პირი – მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; გ) სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე; დ) პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე – მრჩეველთა საბჭოს მდივანი; ე) დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე; ვ) მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე; ზ) შესაბამისი რესურსცენტრის უფროსი ან თანამშრომელი.

მრჩეველთა საბჭოს სხდომების პერიოდულობას თავმჯდომარე განსაზღვრავს. სხდომები, სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ მაინც უნდა ჩატარდეს.

მრჩეველთა საბჭო:

ა) განიხილავს სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, იღებს შესაბამის რეკომენდაციებს და წარუდგენს სკოლის დირექტორს შემდგომი რეაგირებისათვის;

ბ) განიხილავს მოსწავლეების, მათი კანონიერი წარმომადგენლებისა და მასწავლებლების მიერ ანონიმურ ყუთში მოთავსებულ წერილებს, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, შეიმუშავებს ანონიმურ წერილებში იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრის გზებსა და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს სკოლის დირექტორს;

გ) განიხილავს სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში მასწავლებლების, მოსწავლეების, კანონიერი წარმომადგენლების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემებისა და მათ მიერ შეთავაზებული გადაწყვეტის გზების შესახებ ერთიან ანგარიშს, მასზე დაყრდნობით შეიმუშავებს სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებს და წარუდგენს სკოლის დირექტორს შემდგომი რეაგირებისათვის;

დ) ისმენს სკოლის დირექტორის ანგარიშს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით;

ე) უფლებამოსილია შეიმუშაოს ინიციატივები სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების ჩატარების შესახებ და წარუდგინოს სკოლის დირექტორს შემდგომი რეაგირებისათვის;

ვ) მიმართავს მანდატურის სამსახურს მობილური ჯგუფის მივლენის მოთხოვნით;

ზ) უფლებამოსილია მიმართოს სკოლის დირექტორს მოსწავლეთა/კანონიერ წარმომადგენელთა საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების ორგანიზების მოთხოვნით.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ცვლილება საჯარო სკოლებსა და კონკრეტულ რესურსცენტრებს შეეხება - მინისტრის ბრძანება 

საგამოცდო დამხმარე მასალა მასწავლებლებისთვის ყველა საგანში

მასწავლებლები წერილობით დასვამენ კითხვებს - რომელი ორი საგნის პედაგოგებთან ჩატარდება შეხვედრა

თბილისი-ბათუმი - 13 და 20 ივნისს Izrune.ge პროექტის კაშკაშა „ვარსკვლავებს“ დიპლომებსა და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს

როგორ გამოვთვალოთ სტუდენტისთვის ბინის შეძენის ბიუჯეტი

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

პედაგოგებმა ბავშვებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მოულოცეს და მოსწავლეებს ბედნიერი ბავშვობა უსურვეს

მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ მუზეუმში განთავსებული ფოტომატიანით

სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზ მირიან სამხარაძემ მოსწავლეებს წარმატება მიულოცა და წინსვლა უსურვა

მოსწავლემ საკუთარი ნამუშევრების შესახებაც ისაუბრა, მისი თქმით ხატვა ხუთი წლის ასაკში დაიწყო

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება