სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რესურსცენტრების ხელმძღვანელები მასწავლებლებად ისევ დასაქმდებიან (?) - გამონაკლისზე სამინისტრო მუშაობს
28-04-2026
-
+


პარლამენტის განათლების კომიტეტი განიხილავს ცვლილებას „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში, რომელიც ითვალისწინებს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორთა, რედაქტორთა და ა.შ. ასევე ბაღების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებული საქმიანობები განეკუთვნოს გამონაკლისს და ხელმძღვანელის თანხმობით, არაუმეტეს ერთი წლით მიეცეთ აღნიშნულ პროცესებში ჩართვის საშუალება.

თუმცა პარალელურად, კომიტეტზე ცნობილი გახდა, შესაძლოა გამონაკლისი ასევე რესურსცენტრების ხელმძღვანელებსაც შეეხოს.

ნინო წილოსანმა, განათლების მინისტრის მოადგილეს, თამარ მახარაშვილს მიმართა, რომ ერთგვარი დაშვება შეეხოს საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებსაც. „ისინი პედაგოგები არიან და მათთვის შესაძლებლობის წართმევა - ჰქონდეთ სამუშაო საათები სკოლებში - არასწორად მიგვაჩნია“, - აღნიშნა წილოსანმა.

თამარ მახარაშვილმა კი განმარტა, რომ ამ თემაზე მუშაობენ და არ გამორიცხა, გამონაკლისი რესურსცენტრების ხელმძღვანელებსაც შეეხოთ:

„...ამ თემაზე ვმუშაობთ, გეთანხმებით, ისინი საგანმანათლებლო ლიდერები არიან და თუ მათ ვანდობთ, ვაბარებთ სკოლებს, ლოგიკურია, არსებობდეს გამონაკლისი. გვაქვს კომუნიკაცია და მალე წარმოგიდგენთ ამ თემას სრულად“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება