სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აღმზრდელები ტელეფონებით ჯგუფში ვეღარ ისარგებლებენ - ახალი რეგულაციის მიზეზებს ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს
29-04-2026
-
+


ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ - როგორც ისინი ამბობენ, ყოველდღიურად, სამუშაო პროცესის დაწყებამდე, მობილურ ტელეფონებს ართმევენ, ინახავენ ადმინისტრაციაში, კონკრეტულად კი გამგის კაბინეტში, სააღმზრდელო პროცესის დასრულებამდე. ბაღებში დასაქმებულები ყვებიან, რომ თავად სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ტელეფონით ისედაც არ სარგებლობდნენ, თუმცა მშობლებთან ურთიერთობისა და გადაუდებელი შემთხვევებისთვის მათ საკომუნიკაციო საშუალება სჭირდებათ.

„ყოველ დილით გვართმევენ ტელეფონებს. სამუშაო დღის განმავლობაში ოჯახის წევრებთან დაკავშირებასაც ვერ ვახერხებთ. ხშირად მშობლები გვიკავშირდებიან ბავშვის მდგომარეობის გასარკვევად, ახლა კი ეს შესაძლებლობა აღარ გვაქვს. თუ მოულოდნელად ბავშვს რაიმე შეემთხვევა, ტელეფონისთვის ქვედა სართულზე უნდა ჩავიდე, ამ დროს კი შეიძლება ჯგუფში შემცვლელი არ მყავდეს“, - აცხადებს ერთ-ერთი პედაგოგი.

რატომ გახდა საჭირო მსგავსი რეგულაციის შემოღება და რა მოხდება, თუ ბაღის პერსონალი წესს არ დაემორჩილება? - კითხვებით etaloni.ge-მ ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ირმა მეგრელიძეს მიმართა:

- საერთოდ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში მიმაჩნია, რომ ტელეფონი მიუღებელია, მით უმეტეს ბაღში - გვყავს 6 წლამდე ბავშვები, რისკი ძალიან დიდია დაზიანების, სოციალური ქსელები კი ითრევს ადამიანს და ყურადღებას უფანტავს - ვაღიაროთ, რომ ასეა... ჩვენი მიზანია, ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ და მასწავლებლები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი სააღმზრდელო პროცესში. 

- ხომ შეიძლება პედაგოგს ტელეფონი უცებ დასჭირდეს... სრულად წვდომის შეზღუდვა რამდენად რელევანტურია, ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ჯგუფებში 6 წლამდე ბავშვები არიან? რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- არსებობს აღმზრდელის სტანდარტი... გარდა ამისა, პედაგოგებს ჩაუტარდათ ტრენინგები, სადაც არაერთხელ აღინიშნა, რომ მობილურები სასურველია ცალკე იყოს, თუმცა არა ხელმიუწვდომელი - ყოველთვის შეუძლია აღმზრდელს, გამოვიდეს, დარეკოს, შესვენებაზეც ისარგებლოს მობილურით, ისე არ ხდება, რომ წვდომა საერთოდ არ ჰქონდეს.

- მოიწონეს გადაწყვეტილება მშობლებმა და მასწავლებლებმა?

- ძირითადად დადებითად შეხვდნენ სიახლეს, თუმცა რამდენიმე მშობელმა გამოთქვა უკმაყოფილება, რადგან ზოგს სურს, მუდმივად იყოს ხაზზე მასწავლებელთან... ჯგუფში ხშირად 20 ბავშვზე მეტია, წარმოიდგინეთ, ყველა მშობელმა ერთდროულად რომ რეკოს... მესმის, ყველას უნდა შეიტყოს, როგორაა ბავშვი, რას აკეთებს, მაგრამ მუდმივი კომუნიკაცია ხელს უშლის სააღმზრდელო პროცესს. ხაზგასმით აღვნიშნავ - დარეკვა არავის ეკრძალება, თუ რამე პრობლემა აქვს მშობელს, შეუძლია დარეკოს; ტელეფონებიც ისეა განთავსებული, ესმით ხმა.

- თუ პერსონალი არ დაემორჩილება რეგულაციას, რა მოხდება?

- დაახლოებით ერთი თვეა ეს წესი მოქმედებს და მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. თუ ვმუშაობთ ბაღში და გვაქვს პატარებთან შეხება, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ - ბავშვებს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ!

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრთა დანიშვნა და ბაღის აღმზრდელთა ჯანდაცვის ხელშეწყობა - კიდევ რა დაევალა მერიის სტრუქტურულ ერთეულს

ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება,ხვალიდან 22 ივნისიდან იწყება 

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

რომელ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში - ჩამონათვალი 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, გაეცნენ შავ ზღვაში ბინადარ არსებებს, მათ მნიშვნელობასა და დაცვის აუცილებლობას

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობდნენ წყლის რესურსების, მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების მნიშვნელობას

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება