სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დამტკიცდა საგნის საათების რაოდენობა, შემაჯამებლების ნიმუშები და მოსწავლეთა შეფასების ინდიკატორები
16-01-2026
-
+


„თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი.

პროგრამა განკუთვნილია 6 წლიდან 18 წლამდე ასაკის საქართველოში თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის, ვინაიდან ისინი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებიან, განსხვავებულია მათი ინტერესები და მისწრაფებები, სააზროვნო უნარები,  ფსიქოემოციური შესაძლებლობები, სწავლის სტილი და ა.შ. შესაბამისად, ქართული ენის პროგრამა შემუშავებულია ორ მოდულად:

I მოდული განკუთვნილია 6 წლიდან 11 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისათვის და ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მოზარდები არ ფლობენ წერა-კითხვისათვის აუცილებელ უნარებს და, ამდენად, წერა-კითხვის სწავლას იწყებენ ქართულ ენაზე.

ამ სამიზნე ჯგუფის  ფსიქოემოციური და ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით, I მოდული მოიცავს მხოლოდ ერთ პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ქართული ენის სწავლებას ენის ფლობის ყველაზე დაბალი დონის – ამ შემთხვევაში, პირობითი[1] A1 დონის დასაძლევად.

II მოდული გულისხმობს 11-დან 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს და ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით (მით უფრო, თუკი მშობლიურ ენაზე ისინი უკვე თავისუფლად ფლობენ წერა-კითხვისათვის აუცილებელ უნარებსაც), მათ შეუძლიათ უფრო სწრაფი ტემპებით დაძლიონ წერა-კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაბამისად, ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის შემუშავებულ პროგრამებში მოთხოვნები შედარებით უფრო გაზრდილია.

II მოდული მოიცავს ორ პროგრამას, რომლებიც უზრუნველყოფს ქართული ენის სწავლებას ენის ფლობის A1 და A2 დონეების დასაძლევად.

რაც შეეხება სწავლებას, რამდენიმე მიმართულებით გაიშლება: კომუნიკაცია (მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი) და გრამატიკა.

მოსწავლეები კი შეფასდებიან სამი კომპონენტის მიხედვით: ა) საშინაო დავალება; ბ) საკლასო დავალება და გ) შემაჯამებელი დავალება.

„შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს. საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასება. შემაჯამებელი დავალების კომპონენტში კი აუცილებელია მხოლოდ განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

შემაჯამებელი დავალებების ნიმუშები მოსწალეთა განმსაზღვრელი შეფასებისთვის, ასევე . შეფასების ინდიკატორები მიმართულებების მიხედვით და საგნისთვის დათმობილი საათების რაოდენობა იხილეთ ბმულზე.

 


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

ცვლილება საჯარო სკოლებსა და კონკრეტულ რესურსცენტრებს შეეხება - მინისტრის ბრძანება 

საგამოცდო დამხმარე მასალა მასწავლებლებისთვის ყველა საგანში

მასწავლებლები წერილობით დასვამენ კითხვებს - რომელი ორი საგნის პედაგოგებთან ჩატარდება შეხვედრა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
„მადლობა მასწავლებელ თამთა გომელაურს და მის მოსწავლეებს ამ ლამაზი, შესანიშნავი ღონისძიებისთვის“
 
გაკვეთილს ესწრებოდნენ კათედრის წევრები, კლასის დამრიგებელი, დირექტორი მთვარისა ახვლედიანი
 
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა მასწავლებელს და მას და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა
 

ღონისძიებას აფასებდა ჟიური, რომელიც შეჯიბრის დასრულებისთანავე აცხადებდა გამარჯვებულს. 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება