სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები ტარდება
04-07-2018
-
+


ღების საჯარო სკოლაში სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. ცოტა ხნის წინ „საკვები და მათი ტიპები ინგლისში“ (Food and types of meal in England) ჩატარდა. 

პროექტის აქტუალურობა: პროექტი აქტუალური იყო, გამომდინარე იქიდან, რომ კვების სხვადასხვა დასახელებები (Breakfast, lunch და dinner) და მათი მენიუები ინგლისური ენის სახელმძღვანელოშია შეტანილი.

პროექტის მიზანი: რესტორნის სკეჩის დადგმით მოსწავლეებმა სამეტყველო უნარ-ჩვევები გაიუმჯობესეს და ინგლისურ ენაზე დიალოგები დამოუკიდებლად გამართეს. მათ, ასევე, ლექსიკური მარაგი გაიმდიდრეს, power point-ში მომზადებული სლაიდ-შოუს საშუალებით კი საკვებს და კვების ტიპებს ინგლისში გაეცნენ (Meals and Meal Times, Traditional English Breakfast, Typical English Breakfast,Continental Breakfast, Brunch, Lunch, Packed Lunch,Tea-time, Dinner, Dishes).

მოსწავლეთა ასაკი: V კლასი.

პროექტის ხელმძღვანელი: ინგლისური ენის პედაგოგი და „ასწავლე საქართველოსთვის“/Teach For Georgia-ს კონსულტანტ-მასწავლებელი-თამარ სამსონიძე.

მოსალოდნელი შედეგები: აქტივობები-მოსწავლეებმა რესტორნის სკეჩი დადგეს, ერთმა მათგანმა  მიმტანის როლი მოირგო, მეორე კლიენტი გახლდათ, მათ ინგლისურ ენაზე დიალოგები გამართეს, რესტორანში მოსულ კლიენტს მიმტანი მიესალმა და მისთვის განკუთვნილ ადგილზე მიუთითა, შემდგომ კითხვები დაუსვა: „What kind of food do you like?“, „Would you like something to drink?“, „Would you like something to eat?“, „Can I get you anything else?“ და ა.შ. მოსწავლეებმა დიალოგები გამართეს, როლები გაცვალეს, კვების განრიგები წარმოადგინეს, მათ მიერ დამზადებული საუზმის, ლანჩისა და სადილის მენიუების საშუალებით რესტორნის სკეჩს მსვლელობა მისცეს, კლიენტის მიერ მენიუდან სასმლის/საკვების არჩევის შემდეგ,მიმტანმა  ფოტოსურათები თვალსაჩინოების სახით გამოიყენა. მოსწავლეებმა  სლაიდ-შოუ Food and types of meal in England წარადგინეს, რომელიც მოიცავდა: Meals and Meal Times,Traditional English Breakfast,Typical English Breakfast, Continental Breakfast, Brunch, Lunch, Packed Lunch,Tea-time, Dinner, Dishes... მოსწავლეებმა საუზმის, ლანჩისა და სადილის მენიუებს პოსტერიც დაამზადეს.

რესურსები: ლეპტოპი, პროექტორი, ფერადი მარკერები, clip-chart, სლაიდ-შოუ, თვალსაჩინოებები-ფოტოსურათების სახით. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
„ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მსჯელობდნენ მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე“
 

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება