სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პროექტი ზღვის ცხოველების შესახებ მოამზადეს
03-07-2018
-
+


ღების საჯარო სკოლაში სწავლის პროცესის პარალელურად სხვადასხვა აქტივობა ტარდება.

კერძოდ, სკოლაში ზღვის ცხოველების (Sea creatures) შესახებ პროექტი  განხორციელდა. თემა  დელფინს, ვეშაპს, რვაფეხას, მოლუსკებს  და სხვებს მოიცავდა. 

პროექტის მთავარი იდეა/თემა:

მოსწავლეებმა ზღვის ცხოველები საკუთარი თვალით ნახეს და  მათ უნარ-ჩვევებს გაეცნენ.

პროექტის აქტუალობა: ბავშვებისათვის პროექტი  იმდენად აქტუალური იყო, რამდენადაც, მათ ამ ასაკში ზღვის ცხოველების შესახებ ძალიან მწირი ცოდნა ჰქონდათ, მითუმეტეს, ნაკლები ლექსიკური მასალა ინგლისურად მათი დახასიათებისათვის...

პროექტის მიზნები: რაც შეიძლება მეტი ზღვის ცხოველების გაცნობა–ინგლისურ ენაზე. მაგ.dolphin,shark,whale,shell და სხვა. მოსწავლეებმა შეძლეს მინი ლექციის სახით მათ მიერ არჩეულ ზღვის ბინადრებზე პრეზენტაცია, ნაჩვენები სლაიდ-შოუს ინგლისურ ენაზე დამოუკიდებლად თარგმნა, ზღვაში ბინადარ არსებებზე სლაიდ-შოუს საშუალებით უფრო მეტი ინფორმაციის მიიღება, მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე power-point-ში ნაჩვენები სლაიდ-შოუს შემდეგ რიგ-რიგობით კითხვებზე პასუხის გაცემა, პოსტერის შექმნა  და მცირე საინფორმაციო ტექსტზე ფოტოების დართვა.

პროექტის ხელმძღვანელი: ინგლისური ენის პედაგოგი და პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“/Teach For Georgia-ს კონსულტანტ-მასწავლებელი თამარ სამსონიძე გახლდათ. 

მონაწილეთა ასაკი: IV კლასი;

ვადები /ხანგრძლივობა: 2 კვირა;

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: შეიქმნა სლაიდ-შოუ, ფოტო-ვიდეო მასალა და პოსტერები.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი, ლეპტოპი, clip-chart, ფერადი მარკერები, ფერადი ფანქრები, სხვადასხვა ზღვის ბინადრის ფოტოსურათები.

პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები:

1. თითოეულმა მოსწავლემ მათ მიერ არჩეულ ზღვის ბინადარზე პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე წარმოადგინა.

2. მოსწავლეებმა British Council-ის ვებგვერდზე განთავსებულ ვიდეოები ნახეს: ანიმაცია სახელწოდებით-„Angel! Look out!“ და სიღერა-„Everything beneath the sea“, ვიდეოები, რომლებიც ზღვის ბინადრების თემატიკასთან იყო დაკავშირებული, თან ინგლისურ ენაზე სუბტიტრები ახლდა. მოსწავლეებმა  ისინი დამოუკიდებლად თარგმნეს.

3. Power point-ში სლაიდ-შოუს საშუალებით ზღვის ბინადრებზე პრეზენტაცია ჩატარდა. მოსწავლეებმა არამარტო ნაცნობი, არამედ მათთვის ჯერ უცნობი ზღვის ბინადრების შესახებ  სხვადასხვა მარავალფეროვანი და საინტერესო ინფორმაცია შეუტყვეს. მათ მათთვის დამახასიათებელი სხვადასხვა თვისება გაიგეს, როგორიცაა: ზომა, ფერი, მოძრაობა და საკვების შეგროვება.

4. უკვე ნაჩვენები სლაიდ-შოუდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებმა კითხვებს რიგ-რიგობით უპასუხეს. ამით გამოვლინდა რამდენად კარგად გაიაზრეს და თარგმნეს მიწოდებული ინფორმაცია, ასევე, ყურადღება ვიზუალურ მახსოვრობაზეც გამახვილდა.

5. პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა პოსტერები დაამზადეს. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
„ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მსჯელობდნენ მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე“
 
სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება