| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა.
სკოლაში ფინანსური განათლების პორტალ „ფინედუს“ უმასპინძლეს.
აღსანიშნავია, რომ წვირმის საჯარო სკოლა, პროექტში- „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ეკოკლუბის ინიციატივითა და დირექციის მხარდაჭერით ჩაერთო.
კამპანია დაზოგვის მსოფლიო დღეს ეძღვნება, რომლის ფარგლებში „ფინედუს„ დესპანები სკოლებს სტუმრობენ და მოსწავლეებისთვის, თამაშზე დაფუძნებულ სწავლების ფორმატით, სახალისო და გამორჩეულ აქტივობებს ატარებენ.
შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ბავშვებმა ბევრი ახალი, საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღეს ფინანსური საკითხების შესახებ. მოსწავლეები (არა მხოლოდ მოსწავლეები) სახალისო თამაშებშიც აქტიურად ჩაერთნენ.
სკოლაში მადლობას უხდიან FinEdu -ს სტუმრობისთვის.
ჩვენც გვხვდა წილად ამ საინტერესო პროექტის ნაწილი ვყოფილიყავით, როგორც ბიბლიოთეკის კონკურსში გამარჯვებულ სკოლას.
მადლობა „ფინედუს“ დესპანს, ნაყოფიერი დღისთვის და საჩუქრებისთვის,რომლებმაც უფრო გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა „ფინედუს“ კუთხე ჩვენს ბიბლიოთეკაში. მზად ვართ მესტიის სკოლებთან თანამშრომლობისთვის. მადლობა FinEdu“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა