TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საკლასო ოთახში წყდება, ვინ და რანი ვიქნებით ხვალ“ - ცოდნისკარის საჯარო სკოლა და ემოციური ჩანახატი, რომელიც სასწავლო წლის დაწყებას მიეძღვნა
02-10-2025
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ცოდნისკარის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო; სკოლის კედლები მოსწავლეთა ჟრიამულმა აავსო, პედაგოგები დიდი სიყვარულით შეეგებნენ საკუთარ აღსაზრდელებს და ხელიხელჩაკიდებულნი შეუდგნენ ულამაზეს მოგზაურობას წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში. მანამდე კი იყო მოლოდინი, სასიამოვნო მღელვარება და საოცარ ბავშვებთან შესახვედრად მზადება.

სწორედ ამ მოლოდინს ეძღვნება ჩანახატი, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ: 


„ილია ამბობს „მგზავრის წერილებში“, რა ცარიელია ეს ქვეყანა უადამიანოდო...

სკოლაც ობლად გამოიყურება მოსწავლის გარეშე.

ბავშვი სკოლის სულია, მისი მიზეზი, მიზანი და საზრისია.

მალე ეს საკლასო ოთახი შეივსება და აქაურობა სულ სხვა სახესა და იერს შეიძენს - დიალოგი გაცოცხლდება, ფიქრი გაიღვიძებს, კითხვები დაიბადება საინტერესო და სასარგებლო პასუხთა მოლოდინში.

აქ საქართველო სწავლობს.

ის ხვალინდელი დღისთვის ემზადება - ქვათა შეკრების დროა.

ამ მაგიდებთან რამდენიმე სიცოცხლე, რამდენიმე ბედი, რამდენიმე ცხოვრება ერთად მოიყრის თავს - ერთმანეთს დაეხმარებიან, რომ საქართველოც და მათი მომავალიც უკეთესი გახდეს.

კარგად გაირჯებიან, ეს მომავალი რომ გამოძერწონ.

ზოგი წაუზარმაცებს, სხვა დააგვიანებს, კიდევ სხვა წაიცელქებს კიდეც, მაგრამ ყველა მისთვის რაღაც ღირებულს ისწავლის.

საკლასო ოთახში წყდება, ვინ და რანი ვიქნებით ხვალ“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება