სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ანგრევენ თუ არემონტებენ ახალციხის N2 სკოლას - როცა მინისტრი ლაპარაკობს, რესურსცენტრის ხელმძღვანელი და სკოლის დირექტორი დუმან
29-09-2025
-
+


22 სექტემბრიდან ახალციხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები საპროტესტო აქციებს მართავენ და ითხოვენ კონკრეტულ პასუხებს კითხვებზე: როდის დაიწყება სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა და როდიდან შეძლებენ ბავშვები მშობლიურ სკოლაში დაბრუნებას.  ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სამი წელია ცრუ დაპირებებს ისმენენ. აქამდე სკოლის რეაბილიტაცია იგეგმებოდა და ტენდერიც გამოცხადდა, სამი წლის თავზე კი შენობის დემონტაჟზე ალაპარაკდნენ. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია პროტესტი. როგორც მშობლები აცხადებენ, მეორე ცვლაში სწავლამ მათი შვილების აკადემიურ მოსწრებაზე უარყოფითად იმოქმედა.

რას პასუხი აქვს დირექტორს? ბელა დიასამიძემ etaloni.ge-ს კითხვების წერილობით გაგზავნა მოსთხოვა, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია,  სამაგიეროდ, განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განმარტა, რომ ახალციხის N2 საჯარო სკოლის საკითხი პრიორიტეტულია:

„მინდა, ახალციხის მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს ერთადერთი პროექტი არ არის, სადაც გარკვეული გამოწვევები გვაქვს. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ და უკვე შედგენილია იმ სკოლების ნუსხა, სადაც პირველ რიგში უნდა განხორციელდეს სარეაბილიტაციო და ახალი სკოლის მშენებლობის პროცესები

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასა და რესურსცენტრთან, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. უახლოეს მომავალში დაზუსტდება ის საბოლოო სია, სადაც სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება. ეს პროცესები აუცილებლად მიგვიყვანს მიზნამდე, რომელიც აუცილებელია აღსაზრდელებისა და მასწავლებლებისთვის“.

ამასობაში კი ახალციხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართეს, ასევე შეხვდნენ ადვოკატს, რომელმაც გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვა

„შეხვედრა მქონდა მეორე სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან, მათ პრობლემებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია მომაწოდეს დოკუმენტების არსებობაზე, ზოგიერთი არ გააჩნიათ, ამ დოკუმენტების  გამოთხოვასთან დაკავშირებით და შემდგომი ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით შევიმუშავეთ გეგმა და ვიწყებთ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას მეორე სკოლასთან არსებულ საქმიდან გამომდინარე“,- განაცხადა ადვოკატმა, ეკატერინა აბაშიძემ. 

etaloni.ge დაუკავშირდა ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ხათუნა ხმალაძეს, რომელმაც ბელა დიასამიძის მსგავსად, მეილზე კითხვები გაგვაგზავნინა, თუმცა ამ დრომდე არც მისი პასუხები მიგვიღია.

ამასობაში, ცნობილი ხდება, რომ „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს სხვა 100-ზე მეტ სკოლასთან ერთად, სამცხე-ჯავახეთში არსებული 15, მათ შორის ახალციხის N2 საჯარო სკოლის ტერიტორია, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლოა, 1 ლარად გადაეცეს 20 ან 40 წლის ვადით.  აუცილებელი პირობაა სკოლის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

აღნაგობის უფლება გულისხმობს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით.

1. მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება (აღნაგობის უფლება).

2. აღნაგობის უფლება შეიძლება გავრცელდეს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აუცილებელი აღნაგობისათვის, მაგრამ იძლევა ნაგებობით უკეთ სარგებლობის შესაძლებლობას.

3. აღნაგობის უფლების ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.

 

 


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აპლიკანტთა შერჩევა დაიწყო და 22 ივნისს დასრულდება - დეტალები

ეს მოსწავლეები „არების“ გამო გამოცდებს არ ჩააბარებენ - ვის ეხება გამონაკლისი

სკოლის დირექტორთა უფლებები და ვალდებულებები მოსწავლე-მასწავლებელთა წინაშე - ის, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს

„მშობლებმა თავად გადაწყვიტეს ექსკურსიაზე წასვლა... ჩემი არანაირი ნებართვა არ არსებობს...“

რა შემთხვევაშია აბიტურიენტი ვალდებული 1-ელ აგვისტომდე განაცხადი წარადგინოს NAEC-ში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება