სიახლეები


კლასის მართვა არდადეგების შემდეგ - საინტერესო პრაქტიკა და ორიგინალური იდეები მსოფლიოს მასწავლებლებისგან
27-09-2025
-
+


არა მხოლოდ 15 სექტემბერს, არამედ ახალი სასწავლო წლის პირველ კვირებშიც, მოსწავლეებს სჭირდებათ მხარდაჭერა, რათა არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესს მარტივად შეუერთდნენ. ეს განსაკუთრებით დაწყებით კლასებს ეხება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან პედაგოგები გვიზიარებენ ორიგინალურ იდეებს, რომლებიც არა მხოლოდ გაგიმარტივებთ კლასის მართვას და ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართვას, არამედ პოზიტიურ ელფერს შეიტანს სასკოლო ცხოვრებაში. 

ორიგინალური წახალისება 

პირველ და მეორე კლასებში მოსწავლეები, როგორც წესი, კარგი ქცევის ან აკადემიური მოსწრებისთვის ​სტიკერებით, ფლაერებით, რვეულში გაკეთებული წამახალისებელი ჩანაწერებით ჯილდოვდებიან. გამოცდილი მასწავლებლები მთელი მსოფლიოდან ბავშვებს მოტივაციისთვის სხვადასხვა ორიგინალურ ჯილდოს სთავაზობენ. ერთ-ერთი ამერიკელი მასწავლებელი საუკეთესო მოსწავლეებს ზეფირით ასაჩუქრებს, მეორე კი რამდენიმე წუთით მუსიკას რთავს იმ მოსწავლის თხოვნით, ვინც გაკვეთილზე ყველაზე მეტად იაქტიურა. 

სახალისო დისციპლინა 

მასწავლებლებს რეგულარულად უწევთ ბავშვებს შეახსენონ, რომ ხმადაბლა ისაუბრონ, გარკვეული დავალებების შესრულებისას ჩუმად იყვნენ ან, პირიქით, ხმამაღლა იმსჯელონ ჩურჩულის ნაცვლად.

ასეთ დროს ხმის დონის სამართავმა ხელნაკეთმა „ინსტრუმენტმა“, შესაძლოა, ერთგვარი მინიშნების ფუნქცია შეასრულოს, მოსწავლეებს კი სახალისო ფორმით ეცოდინებათ - რა დონის ხმაურია ამა თუ იმ დროს საკლასო ოთახში დაშვებული.

0 - სიჩუმე, საუბარი აკრძალულია;

1 - ჩურჩული;

2 - მშვიდი საუბარი წყვილებში ან ჯგუფებში;

3 - ჩვეულებრივი საუბარი;

4 - ხმამაღლა საუბარი.

შესაძლებელია, სხვადასხვა საინტერესო ინსტრუმენტის შემუშავება - ერთ-ერთია კალენდრის სტილის რიცხვების ზოლი: უბრალოდ, გადააცურეთ ჩართო სასურველ დონეზე. 

სასწავლო რესურსები, რომლებიც ზაფხულმა გვაჩუქა

ზაფხულში ბევრ მინერალურ წყალს ვსვამთ და ნაყინს ვჭამთ. ნუ იჩქარებთ ბოთლის სახურავებისა და ნაყინის ჯოხების გადაგდებას. შეგიძლიათ შექმნათ შესანიშნავი სასწავლო რესურსები, რომლებიც მოსწავლეებს სასწავლო პროცესს გაუხალისებს. მაგალითად, შეგიძლიათ ბოთლის ფერად სახურავებზე ასოები დაწეროთ და მართლწერის სასწავლებლად გამოიყენოთ - ბავშვებისთვის მათი აწყობა უფრო სახალისოა, ვიდრე ბარათების. მათი გამოყენება ასევე შესაძლებელია თქვენს მიერ შექმნილი სამაგიდო თამაშებისთვის.

კიდევ ერთი „საზაფხულო საგანძურია“ ნაყინის ჩხირები. ხის ჩხირები შესანიშნავია მათემატიკის გაკვეთილზე - რიცხვებისთვის, ხელოვნების გაკვეთილზე - საღებავების ასარევად და ხელნაკეთი ნივთებისთვის. თუ მოსწავლეთა სახელებს დააწერთ, შეგიძლიათ ლატარია მოაწყოთ: იმ მოსწავლემ უნდა უპასუხოს ვისი სახელიც ამოვა. უცხო ენის გაკვეთილზე კი შეგიძლიათ სიტყვა დაანაწილოთ და 2-3 ჩხირზე დაწეროთ, შემდეგ კი სთხოვოთ ააწყონ. ან დაწეროთ სიტყვები წინადადების შესაქმნელად, კითხვები, რომლებზეც პასუხებს იპოვიან.

ჩხირები, რომლებზეც სიტყვებია დაწერილია, შეგიძლიათ მოათავსოთ ქაღალდის ჭიქებში, რომლებიც მეტყველების ნაწილების მიხედვით არის დაყოფილი - „არსებითი სახელები“, „ზმნები“, „აედსართავი სახელები“ და ა.შ.


კომენტარები


ეტალონი

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

სიახლეები

2025 წლის გამოცდებში მონაწილე პირებისთვის ინფორმაციას NAEC ავრცელებს

სკოლას გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს შეცვლა შესაძლებელია - პროცედურა და ვადები

ომის 13 თვე და 13 დღე - 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა

სახელმწიფო ენაში გამოცდა დაინიშნა - მთავრობის დადგენილება ძალაშია

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

მცირეკონტიგენტიან სკოლაში, რომელიც სულ 138 მოსწავლეს ითვლის, ახალი თაობის მიღება გამორჩეულად ახარებთ

სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურას საჯარო სკოლა
 
საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა და ლამაზმა ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა
 
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება